კოსმეტოლოგია

როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე? მედის რჩევები

სახის მოვლა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ცხელი ზაფხულის შემდეგ. მზის აბაზანები, რუჯის სასიამოვნო ეფექტთან ერთად, ხშირად კანის დაზიანების, დამწვრობის, პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და ნაადრევი დაბერების მიზეზი ხდება. ამასთან ერთად, სეზონის ცვლილებისას, ნებისმიერი ტიპის კანი კარგავს ტენიანობას და იწყებს გამოშრობას. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი, აუცილებელია ჩავიტაროთ კოსმეტოლოგიური პროცედურები

კლინიკა მედი გთავაზობთ თანამედროვე ეფექტურ და უსაფრთხო კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. კანის ტიპისა და პრობლემის მიხედვით, რომლის შერჩევაშიც კვალიფიციური კოსმეტოლოგები დაგეხმარებიან. 

ბიორევიტალიზაცია

ზაფხულის შემდგომ კანის გაჯანსაღება ბიორევიტალიზაციის პროცედურითაა შესაძლებელი. მზის სხივებისგან გამომშრალ კანს აუცილებლად ესაჭიროება სრულყოფილი დატენიანება, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ჯანსაღი, ახალგაზრდა ელფერი. ასაკის მატებასთან ერთად, კანი მიდრეკილია გამოშრობისკენ, ჭარბი მზის სხივები მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო ააქტიურებს. ამიტომ, 25 წლის შემდგომ რეკომენდებულია ჩავიტაროთ ბიორევიტალიზაცია. პროცედურის დროს ინექციის სახით კანში შედის ჰიალურონის მჟავა. რაც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ დატენიანებას. კანი ხდება გლუვი, ელასტიური, უმჯობესდება კანის სტრუქტურა და ფერი. 

ბუსტერი

თუ თქვენი კანი ძალიან გამომშრალია, მოგიწიათ მზეზე დიდხანს ყოფნა და ფოტოდაბერების ნიშნებსაც ამჩნევთ, ამ შემთხვევაში კანის ბუსტერი დაგეხმარებათ. აღნიშნული პროცედურა ითვალისწინებს კანში ჰიალურონის მჟავის შეყვანას, რომელიც უზრუნველყოფს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ახდენს თავისუფალი რადიკალების ბლოკირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუსტერის ეფექტი საკმაოდ დიდი ხნით ნარჩუნდება. ჰიალურონის მჟავა კანის დატენიანებისთვის საჭირო კომპონენტია, შეიძლება გამოვიყენოთ კოსმეტიკური საცხები ჰიალურონის მჟავის შემცველობით, თუმცა ამგვარი პროდუქტებით სახის დატენიანება მხოლოდ ზედაპირულად ხდება. ბუსტერი ღრმად ჩადის დერმაში და სრულყოფილად ატენიანებს კანს. პროცედურის შემდეგ ხდება კანის გაახალგაზრდავება, მცირდება ნაოჭები და აღდგება კანის სტრუქტურა.

პლაზმოლიფტინგი

 კანის გაჯანსაღება პლაზმოლიფტინგის პროცედურითაც შეგიძლიათ. პლაზმოლიფტინგი წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავებას თრომბოციტების დახმარებით. ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან. თრომბოციტების შეიცავს ზრდის ფაქტორს, რომელიც ელასტინის, კოლაგენისა გამომუშავებას უწყობს ხელს. პროცედურის შემდგომ საგრძნობლად უმჯობესდება კანის სტრუქტურა და ფერი, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. პროცედურა რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკისათვის. 

მეზოთერაპია

ზაფხულის შემდგომ კანის გაჯანსაღების კიდევ ერთი საჭირო პროცედურაა მეზოთერაპიაა. პროცედურა ითვალისწინებს კანქვეშ საჭირო ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების შეყვანას. სახის დატენიანება ხდება ვიტამინების კოქტეილით, სპეციალური აპარატის მეშვეობით, რომელიც ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. რამდენიმე პროცედურის შემდეგ სრულიად მოიშორებთ ნაოჯებს, აღდგება სახის ოვალი, გაჯანსაღდება კანის სტრუქტურა, დაგიბრუნდებათ ჩვეული ელფერი.  

კლინიკა მედიში კანის მოვლის ყველა საჭირო პროცედურას შეხვდებით. აქ ყველაფერია თქვენი ჰარმონიული გარეგნობის შესაქმნელად. კოსმეტოლოგიური პროცედურები ნებისმიერი ასაკის, კანის სტრუქტურისა და მდგომარეობის ადამიანებზეა გათვლილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროცედურა, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, რის შემდგომაც თქვენს კანზე ჩვენი კვალიფიციური კოსმეტოლოგები იზრუნებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *