ლაზერული ეპილაცია
არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ლაზერული ეპილაციაა. სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისაგან ლაზერული ეპილაცია იმით განსხვავდება, რომ ლაზერი თმის ღერს ფოლიკულასთან ერთად შლის. ეს საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე სეანსის შედეგად სამუდამოდ განვთავისუფლდეთ არასასურველი თმისაგან, რომელიც ესთეტიკურ დისკომფორტს გვანიჭებს.
ლაზერული ეპილაცია სახისა და სხეულის ყველა ზონაზეა შესაძლებელი მაგალითად: ზედა ტუჩი, შუბლი, ნიკაპი, იღლია, ხელი, ბიკინი და სხვა. ლაზერით ეპილაციის შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში კანი ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე სიგლუვეს შეინარჩუნებს, გამორიცხულია თმის ჩაბრუნება (ბეწვების კანში შეზრდა), რაც პარსვისას საკმაოდ ხშირია. ამასთან ერთად, ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის შემდგომ პროცედურებს შორის ინტერვალი საკმაოდ იზრდება. შესამჩნევი შედეგი მარტივად და სწრაფად მიიღწევა. განსხვავებას პირველივე პროცედურის შემდგომ დაინახავთ.
კლინიკა მედი გთავაზობთ ეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერით, რომელიც მარტივად და სწრაფად უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღებას. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს გაყუჩებას. რაც მთავარია, ალექსანდრიტის ლაზერით შესაძლებელია თმის სრულიად გაქრობა. პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდზე. ალექსანდრიტის ლაზერი ყველაზე ეფექტურია ღია ფერის კანზე მუქი თმის არსებობის შემთხვევაში.
სანამ უშუალოდ ეპილაციას დაგეგმავთ, გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ლაზერული ეპილაციის პროცესს:
მოერიდეთ რუჯს – ეპილაციის გაკეთებამდე 2 კვირით უმჯობესია არ გქონდეთ რუჯი, ასევე, პროცედურის ჩატარების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მზეზე გარუჯვა ან სოლარიუმი. მზის აბაზანებმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, კანის გაღიზიანება, ლაქები და სხვა.
არ გამოიყენოთ საპარსი საშუალებები – ალექსანდრიტის ლაზერის საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ ეპილაციის პროცედურა ყოველგვარი დისკომფორტისა გარეშე. სხვა აპარატებისგან განსხვავებით, ალექსანდრიტი არ მოითხოვს საპარსი საშუალებების გამოყენებას. თმას სრულყოფილად აცილებს, მარტივად და უმტკივნეულოდ. ამასთან ერთად, ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია.
ცვილი, შუგარინი და სხვა – მოერიდეთ ცვილის, პინცეტის ან დეპილაციის კრემების გამოყენებას. თუ მკურნალობის დაწყებას გეგმავთ, ზემოხსენებული პროცედურები ხელს შეუშლის თმის საფუძვლიანად მოშორების პროცესს, რადგან ფოლიკულის დონზე აცლის თმას. ამ შემთხვევაში ეპილაციის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
შეზღუდეთ კანის მოვლის პროდუქტები – ლაზერულ ეპილაციამდე არ არის სასურველი გამოიყენოთ სპირტის შემცველი პროდუქტები, ასევე რეტინოლი, ძლიერი ექსფოლიანტები და მჟავები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა და დაზიანება. უმჯობესია მაქსიმალურად შეზღუდოთ მსგავსი პროდუქტები.
ჩაიცვით კომფორტულად – თუ მთელი სხეულის ეპილაციას გეგმავთ, სასურველია გეცვათ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც იქნება მოხერხებული და სხეულზე არ მოგეკრობათ. პროცედურის დასრულების შემდეგ სასურველია მივიღოთ მსუბუქი შხაპი, თავი ავარიდოთ მზის სხივებს, არ მივიღოთ რუჯი, არ ვესტუმროთ სოლარიუმს და აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება.
მედიში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დაგხვდებათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო, რაც არასასურველი თმის მოცილების პროცესს კიდევ უფრო მეტად გაგიადვილებთ.