როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები
ახალი წლის დასაწყისი კარგი დროა ცვლილებებისთვის და საკუთარ კბილებზე ზრუნვის პროცესში ახალი რუტინის ჩართვისთვის. თავდაჯერებულობის ასამაღლებლად და ჯანმრთელი პირის ღრუს შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი პირობა ნათელი, თეთრი ღიმილის შენარჩუნებაა. თეთრი კბილები არა მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნოა, არამედ კარგი პირის ღრუს ჰიგიენის ნიშანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უცილებელ რჩევებს თქვენი კბილების სითეთრის შესანარჩუნებლად და განვიხილავთ კლინიკა MEDI-ს პროფესიონალი სტომატოლოგების მიერ რეკომენდებული რჩევებისა და პროცედურების სრულ ჩამონათვალს.განვიხილოთ მათ შორის ყველაზე პოპულარული მეთოდები და მათი უპირატესობები.
კბილების პროფესიონალური გათეთრება
ამ დროს გათეთრების პროცესი მიმდინარეობს მაღალი კონცენტრაციის მათეთრებელი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ხშირად გაუმჯობესებულია ლაზერული ან LED ტექნოლოგიით. პროცედურა ტარდება პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მინიმალურ მგრძნობელობას. იგი მორგებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და სტომატოლოგიურ მდგომარეობას.
Zoom 4 წარმოადგენს კბილების გათეთრების უახლეს ტექნოლოგიას თანამედროვე სტომატოლოგიაში. მაქსიმალურად ეფექტური და რაც მთავარია უსაფრთხო შედეგისთვის პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილის ქსოვილის და გარშემო სტრუქტურების გადახურებას(დაზიანებას). პროცედურის დროს ღრძილებზე ისმევა სპეციალური დამცავი საფარი, შემდეგ ემალზე დაიტანება მათეთრებელი გელი, რომელიც აქტიურდება ინტენსიური სინათლის ნაკადის მეშვეობით. საოფისე გათეთრების შემდეგ, რომელიც 1 საათის განმავლობაში გრძელდება, კბილები 4-8 ტონამდე თეთრდება. თუკი გაითვალისწინებთ სტომატოლოგის რჩევას გათეთრების პროცედურის შემდეგ, მიღებული შედეგის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მრავალი წლის განმავლობაში.
Beyond Polus კბილების გათეთრება
Beyond Polus არის კბილების გათეთრების ქიმიური მეთოდი, რომლის დროსაც პროცედურა მიმდინარეობს სპეციალური მათეთრებელი გელისა და ულტრაიისფერი სხივის მეშვეობით. მათეთრებელი გელის გააქტიურება ხდება ლაზერის სხივით, მიღებული ეფექტი კი ნარჩუნდება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ სწორად ჩატარებული პროცედურა არ აზიანებს მინანქარს. Beyond Polus – ით კბილების გათეთრების პროცესი მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში, ორივე ყბაზე, არის სრულიად უსაფრთხო, კომფორტული და უმტკივნეულო.
,,Beyond Polus” ტექნოლოგიის უპირატესობა გულისხმობს გაუმჯობესებულ დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. გააჩნია უმაღლესი ხარისხის ფილტრაციის სისტემა, 200 000 ოპტიკური ბოჭკო ფილტრავს ყველა ულტრაიისფერ და სხვა მავნე სხივებს, მაქსიმალურად ამცირებს კბილების მგრძნობელობას როგორც მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგაც.
რჩევები თეთრი კბილების შესანარჩუნებლად სახლის პირობებში
კბილების რეგულარულად გახეხვა: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ მაინც, კბილის პასტის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ფტორს და მათეთრებელ ნივთიერებებს. ეცადეთ მაქსიმალურად კარგად მოაშოროთ ნადები და კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ნაწილაკები, რომლებმაც შეიძლება დროთა განმავლობაში კბილის ფერის შეცვლა გამოიწვიონ.
მოერიდეთ პიგმენტურ საკვებსა და სასმელს: ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და მუქი ფერის გაზიანი სასმელები ცნობილია იმით, რომ მათ შეუძლიათ კბილებზე პიგმენტური ლაქების გაჩენა. თუ თქვენ რომელიმე მათგანის მომხმარებელი ბრძანდებით, ეცადეთ კბილების გახეხვის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.
მოერიდეთ თამბაქოს: მოწევა კბილების გაყვითლების ან შეფერილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მოწევისთვის თავის დანებება არა მხოლოდ აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას, არამედ აუმჯობესებს თქვენს საერთო კეთილდღეობასაც.
მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი: ბევრი წყლის დალევა ხელს უწყობს საკვების ნაწილაკებისა და ბაქტერიების კბილებიდან მოცილებას. ეს ასევე ხელს უშლის პირის სიმშრალეს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კბილების ზედაპირების ფერის შეცვლას.
გამოიყენეთ მათეთრებელი კბილის პასტა: მათეთრებელი კბილის პასტა შეიცავს რბილ აბრაზიულ და გასაპრიალებელ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ზედაპირული ლაქების მოცილებას თქვენი მინანქრის დაზიანების გარეშე.
ჩაიტარეთ რეგულარული წმენდა სტომატოლოგთან: ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ მაინც, პროფესიონალური გაწმენდისა და თქვენს საჭიროებებზე მორგებული რჩევების მისაღებად.
ასე რომ, ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებითა და კლინიკა MEDI-ს მიერ შემოთავაზებული პროფესიონალური, კლინიკური გათეთრების მეთოდებით, შეძლებთ დატკბეთ ნათელი და კაშკაშა ღიმილით მთელი წლის განმავლობაში.