კოსმეტოლოგია

გაზაფხულის glow up

Medi Blog

გაზაფხულის glow up – როგორ დავუბრუნოთ კანს ბზინვარება ზამთრის შემდეგ

როგორც კი ზამთრის ცივი, მშრალი თვეები მთავრდება და გაზაფხულის თბილი მზე გამოანათებს, შესანიშნავი დრო დგება თქვენი კანის გასაცოცხლებლად და გასაჯანსაღებლად. ცივი ამინდის, მშრალი კანისა და მზის სხივების ნაკლები ზემოქმედების გამო, გაზაფხულზე თქვენი კანი შეიძლება იყოს გამომშრალი და გამოფიტული. საბედნიეროდ, კანის მოვლის სწორი რეჟიმით, მარტივად შეძლებთ კანის ბარიერის აღდგენას და ბზინვარების დაბრუნებას. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაზაფხულის თბილ სეზონს მომზადებულები და თავდაჯერებულები შეხვდეთ.

რატომ სჭირდება კანს განსაკუთრებული მოვლა ზამთრის შემდეგ?

ცივმა ამინდმა და დაბალი ტენიანობის დონემ შეიძლება კანს ბუნებრივი ტენიანობა მოაშოროს და გააღიზიანოს. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს შიდა გათბობა და ის ფაქტი, რომ ზამთარში წყალს ნაკლები რაოდენობით ვიღებთ. შედეგად, კანი კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას, ხდება უფრო დაღლილი და გამომშრალი.

სწორედ ამიტომ, გაზაფხულის დადგომასთან ერთად მნიშვნელოვანია კანის ღრმა დატენიანება, მაგალითად სხვადასხვა პროცედურების დახმარებით, რაც მას ჯანსაღ იერსა მიანიჭებს.

რატომ არის ღრმა დატენიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ზამთრის შემდეგ კანის ბზინვარების აღდგენისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ღრმა დატენიანება. გამომშრალი კანი არის არასასიამოვნო და გამოირჩევა წვრილი ხაზებითა და გაღიზიანებული სტრუქტურით. კარგი დატენიანება დაგეხმარებათ აღადგინოთ სახის კანის ნორმალური ტენიანობა, გააუმჯობესოთ სტრუქტურა და კანის ფერი. ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

კანის მოვლისა და დამატენიანებელი საშუალებები

შეარჩიეთ ეფექტური დამატენიანებლები და შრატები, რომლებიც ზუსტად შეეფერებიან თქვენი კანის ტიპს. მოიხმარეთ პროდუქტები ისეთი ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი და კერამიდები, რომლებიც აღადგენს ტენიანობასა და კანის ბუნებრივ ბარიერს. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის ყოველდღიურად წასმა, რადგან გაზაფხულის მზემ შეიძლება მარტივად მიაყენოს ზიანი სახის კანს.

დამატენიანებელი ნიღბები და ზეთები

თქვენი რეგულარული კანის მოვლის რუტინის გარდა, გაანებივრეთ კანი დამატენიანებელი ნიღბებით და სახის მკვებავი ზეთებით. ამ პროცედურებს შეუძლიათ ღრმად აღადგინონ ტენიანობა და გახადონ კანი უფრო რბილი და მკვრივი.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია კანის ბზინვარების აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მეთოდია. ეს მინიმალური ინვაზიური პროცედურა გულისხმობს ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების და ჰიალურონის მჟავის კოქტეილის პირდაპირ კანში შეყვანას. ეს ხელს უწყობს კანის შიგნიდან დატენიანებას, გაახალგაზრდავებას და კვებას.

საკვები ნივთიერებების უშუალოდ კანის ღრმა ფენებში მიწოდებით, მეზოთერაპია ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აძლიერებს დატენიანებას და აუმჯობესებს კანის მთლიან ჯანმრთელობას. თუ ამჩნევთ რომ ზამთრის შემდეგ თქვენი კანი მოდუნებულია, მეზოთერაპია შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდული იერის აღსადგენად.

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კიდევ ერთი კარგი საშუალებაა თქვენი კანის გაახალგაზრდავებისთვის ზამთრის თვეების შემდეგ. ეს პროცედურა მეზოთერაპიის მსგავსია, მაგრამ უფრო მეტად ფოკუსირებულია კანის საერთო სიჯანსაღისა და ბზინვარების აღდგენაზე კოლაგენისა და ელასტინის წარმოების სტიმულირებით. ის გულისხმობს ჰიალურონის მჟავის, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შეყვანას კანში, რაც ხელს უწყობს კანის ტექსტურის, ტონის და ტენიანობის გაუმჯობესებას.

ეს პროცედურა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ერთდროულად მოაგვაროს  კანის მრავალ პრობლემას, როგორებიცაა პიგმენტაცია, დეჰიდრატაცია და დაბერების ნიშნები.

როგორ უნდა შეარჩიოთ კანის მოვლის ეფექტური მეთოდი თქვენი კანის ტიპის მიხედვით?

ზამთრის შემდეგ კანის ბზინვარებისა და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის კანის ისეთი მოვლის მეთოდების არჩევა, რომლებიც მორგებულია თქვენი კანის სპეციფიკურ ტიპზე და საჭიროებებზე.

მშრალი კანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღრმა დატენიანება. მოძებნეთ დამატენიანებელი უფრო მდიდარი ტექსტურით და დამატენიანებელი შრატები ისეთი ინგრედიენტებით, როგორიცაა მაგალითად ჰიალურონის მჟავა. ამ შემთხვევაში მეზოთერაპია შეიძლება იყოს განსაკუთრებით სასარგებლო, რადგან ის პირდაპირ უზრუნველყოფს კანისთვის ვიტამინების მიწოდებას. ბიორევიტალიზაცია ასევე დაგეხმარებათ კანის ტენიანობის დონის აღდგენაში და ელასტიურობის გაუმჯობესებაში.

ცხიმიანი კანი ასევე მოითხოვს დატენიანებას, მაგრამ აუცილებელია გამოიყენოთ მსუბუქი, არაკომედოგენური პროდუქტები. ამ დროს სჯობს შეარჩიოთ უცხიმო დამატენიანებელი საშუალებები და შრატები, რომლებიც სალიცილის მჟავას შეიცავენ. მეზოთერაპია მიზნად იესახავს როგორც კანის დატენიანებას, ასევე ცხიმიანობის კონტროლსაც, ასე რომ შესაძლოა ცხიმიანი კანის შემთხვევაში მეზოთერაპია ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყოს.

კომბინირებულ კანს სჭირდება ბალანსი დატენიანებასა და ცხიმის კონტროლს შორის. დამატენიანებელი პროდუქტები, განსაკუთრებით კი მსუბუქი შრატები, კანზე საუკეთესოდ მოქმედებენ. ამ დროს ასევე ეფექტურია ბიორევიტალიზაციის პროცედურაც, რომელიც აღადგენს ბზინვარებას და არბილებს სახის კანს.

მგრძნობიარე კანისთვის საჭიროა უფრო ნაზი, დამამშვიდებელი ინგრედიენტები, გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. მოძებნეთ პროდუქტები ისეთი ინგრედიენტებით, როგორებიცაა ალოე ვერა, გვირილა და შვრიის ექსტრაქტი.

ასე რომ, გაზაფხული საუკეთესო დროა ზამთრის შემდეგ გამომშრალი სახის კანის მოსაწესრიგებლად, ამაში კი სწორად შედგენილი კანის მოვლის რუტინა და გამაჯანსაღებელი პროცედურები დაგეხმარებათ. კლინიკა MEDI გთავაზობთ პროფესიონალი დერმატოლოგების კონსულტაციას, რომლებიც თქვენს კანს სიჯანსაღესა და ახალგაზრდულ იერს შესძენენ. 

ასევე, იხილეთ მედის ბლოგი – რჩევები მბზინავი სახის კანისთვის 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *