როგორ გავაჯანსაღოთ კანი რუჯის შემდეგ – რჩევები დერმატოლოგისგან
ზაფხული თითოეული ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ამასთანავე საყვარელი სეზონია. ის სავსეა მზით, ზღვით, მოგზაურობით და აქტიური დასვენებით. თუმცა ერთი შეხედვით მხიარული და აქტიური სეზონი ხშირ შემთხვევაში სახის კანის და სხეულის სიმშრალის, დაღლილობის, გაღიზიანების, პიგმენტური ლაქებისა და ბზინვარების დაკარგვის მიზეზი ხდება.
რეალურად, დიდი ხნით მზის ქვეშ ყოფნა კანს ნამდვილად სტრესს აყენებს. ყველასთვის საყვარელი რუჯი კანის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა ულტრაისფერი სხივების წინააღმდეგ. სასურველი, ლამაზი და მიმზიდველი რუჯის უკან კი უამრავი უკუჩვენება დგას, როგორებიცაა: კოლაგენის დაშლა და ნაოჭების გაღრმავება, პიგმენტური ლაქები, სიმშრალე და ბზინვარების დაკარგვა, დერმატოლოგიური პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში მელანომის რისკიც ჩნდება. სწორედ ამ ყველაფრის გამო აუცილებელია, დატვირთული ზაფხულის შემდეგ ადამიანებმა ჩაიტარონ კანის აღმდგენი პროცედურები, რომლითაც სახის კანს დაუბრუნებენ ჯანსაღ იერსახეს.
მძიმე და დატვირთული ზაფხულის შემდეგ დროა ისევ მივხედოთ საკუთარ თავს და დავიწყოთ ზრუნვა ჯანსაღი კანისთვის. ამისათვის კი საჭიროა სხვადასხვა პროცედურების ჩატარება.
როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, როგორ გავაჯანსაღოთ რუჯის შემდეგ კანი და რომელი პროცედურები ჩავიტაროთ მზის ძლიერი დაზიანების შემდეგ, ამ ყველაფერზე კლინიკა მედის გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგი ია ლაზიშვილი მოგვცემს საუკეთესო რჩევებს.


პირველი ეტაპი: სახის ღრმა წმენდა და დატენიანება
ზაფხულის შემდეგ სახის ღრმა წმენდა აუცილებელია, რადგან ის ასუფთავებს მზისგან დამცავის, ოფლისა და გარემოს მტვრის ნარჩენებისგან, რომლებიც ფორებს ახშობს. ამ პროცედურით აშორებენ მკვდარ უჯრედებს, აჩქარებენ კანის განახლებას და ამზადებენ მას დამატენიანებლების უკეთ შესათვისებლად. შედეგად, კანი უბრუნდება სისუფთავეს, სიგლუვესა და ბუნებრივ ბზინვარებას. ღრმა წმენდა რუჯის მიღების შემდეგ კანის ჯანსაღად აღდგენის პირველი, აუცილებელი ნაბიჯია.
მზის სხივები ამასთანავე ამცირებს კანის ტენიანობას, აშრობს მას და არღვევს ბუნებრივ ბალანსს. შედეგად, კანი კარგავს ელასტიურობას და ხდება შედარებით მშრალი. ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პროცედურები ამაღლებენ უჯრედულ დატენიანებას და კანს უბრუნებენ სიგლუვესა და ჯანსაღ იერს. საუკეთესო შედეგის მისაღებად ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა სახის ღრმა გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურის – ჰაიდრაფეიშალის ჩატარება. ეს პროცედურა ღრმად ერთდროულად ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს. ჰაიდრაფეიშალი არის იდეალური მათთვის, ვისაც სურს, რომ გამოიყურებოდეს მუდმივად ახალგაზრდულად და მიმზიდველად. პროცედურის ჩატარება შეუძლია ნებისმიერი ასაკის როგორც ქალს, ასევე მამაკაცს.
მორე ეტაპი: პილინგი
ზაფხულის შემდეგ რუჯი ხშირად არათანაბრად ქრება და კანს არაჯანსაღ იერს აძლევს. მსუბუქი ქიმიური პილინგი აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს და თანდათანობით „აქრობს“ ზედაპირულ რუჯს. შედეგად, კანი ხდება უფრო ერთგვაროვანი, ბზინვარე და მომზადებული სხვა პროცედურებისთვის.
მესამე ეტაპი: მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია
რუჯის შემდეგ კანს ხშირად აკლია ვიტამინები და მინერალები. მეზოთერაპია, რომელიც გულისხმობს სპეციალური კოქტეილების ინექციურ შეყვანას, კვებავს ქსოვილს და აძლიერებს რეგენერაციის პროცესს. ბიორევიტალიზაცია კი ჰიალურონის მჟავის მეშვეობით აღადგენს ტენიანობას, აუმჯობესებს ელასტიურობას და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ეს პროცედურები საუკეთესო საშუალებაა გამომშრალი, გამოფიტული და სტრესის ქვეშ მყოფი კანის „გაცოცხლებისთვის“.
მეოთხე ეტაპი: BBL და FRAXEL
როგორც უკვე ვახსენე რუჯი იწვევს პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ერთ-ერთი საუკეთესო გზა BBL-ის აპარატული პროცედურაა. ის იყენებს ინტენსიურ სინათლის ენერგიას კანის ღრმა შრეებში შესაღწევად. პროცედურა ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რაც უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებასა და ბუნებრივი რეგენერაციის პროცესის გააქტიურებას.
BBL თერაპია ითვლება ყველაზე ეფექტურ და უმტკივნეულო მკურნალობად, რომელიც შესანიშნავია როგორც ასაკობრივი ცვლილებების, ისე სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ.
ამასთანავე ერთ-ერთი წარმატებული პროცედურაა FRAXEL. ფრაქსელი ახდენს კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი უჯრედების აქერცვლას (პილინგს). პროცედურის შედეგად იწყება კანის ბუნებრივი რეგენერაცია, რის შედეგადაც დაზიანებული კანი იცვლება ჯანმრთელი და ახალგაზრდული კანის ახალი ფენით.
პროცედურის შემდგომ კანი ხდება: გლუვი და ერთგვაროვანი, რბილი და ხავერდოვანი,ვიზუალურად უფრო მკვრივი და ჯანსაღი.
ზაფხულის შემდეგ კანის აღდგენა არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორად შერჩეული პროცედურები კი ეხმარება კანს დაუბრუნოს სიმკვრივე, ბზინვარება და ბუნებრივი სილამაზე. გააქრე ზაფხულის კვალი და იზრუნე საკუთარ თავზე , რადგან შენ იმსახურებ საუკეთესოს!
ასევე, იხილეთ ჩვენი ბლოგი კანის მოვლის რუტინის შესახებ.