5 გამორჩეული პროცედურა, რომლებსაც ცნობილი ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას
ეს არ არის მხოლოდ სილამაზის ტრენდების ჩამონათვალი. თანამედროვე ეპოქაში სილამაზე თვითგამოხატვის ფორმად იქცა, ხოლო ცნობილი ადამიანები ხშირად გვიზიარებენ თავიანთი ესთეტიკური რუტინის საიდუმლოებებს. მომხიბვლელობის მიღმა კი ხშირად კონკრეტული პროცედურები იმალება, რომლებიც მათ ბუნებრივად ქარიზმატულ იერს სძენს. აღნიშნულ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ამ 5 გამორჩეულ პროცედურაზე, რომლებსაც ცნობილი ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას.


ბოტოქსი
ბოტოქსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურაა მსოფლიოში, შესაბამისად ნამდვილად არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ ცნობილი ადამიანების უმრავლესობა ხშირად არჩევანს ბოტოქსზე აჩერებს, შესაბამისად ის ჩვენს სიაში პირველ ადგილს იკავებს.
ბოტოქსი განსაკუთრებით ეფექტურია მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად, შესაბამისად ცნობილი ადამიანები მას ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყენებენ. მაგალითად კიმ კარდაშიანი აქტიურად იყენებს ბოტოქსს და ღიადაც საუბრობს ამ ყველაფერზე. ის ამბობს, რომ აღნიშნული პროცედურა მისთვის უმნიშვნელოვანესია.
ბოტოქსის ხშირი მომხმარებელია ასევე რეალითი შოუს ვარსვლავი ჯესელ ტანკი. ის აღნიშნავს, რომ პროცედურას 26 წლიდან იტარებს.
ცნობილი ადამიანები რიგი მიზეზების გამო ანიჭებენ უპირატესობას ბოტოქსს. ის მკვეთრად ამცირებს ნაოჭებს შუბლისა და თვალის გარშემო, ასევე ის არის სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზა ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ ეს და კიდევ მრავალი ვარსკვლავი არჩევანს აღნიშნულ პროცედურაზე აკეთებს.
ფილერი
ჩვენს სიაში მეორე ადგილს ფილერი იკავებს. ის გამოიყენება ტუჩების, ლოყების ცხვირ-ტუჩის ხაზების და ყვრიმალის ხაზების მოცულობის ან სიმეტრიის დასარეგულირებლად. ის ბუნებრივი შემავსებელია, რომელიც გამოიყენება მოცულობის აღდგენისა და სახის ბუნებრივი კონტურების შენარჩუნებისათვის.
კაილი ჯენერი და მარტა სტიუარტი ხშირად იყენებენ აღნიშნულ პროცედურას. მათი თქმით ფილერი ხაზს უსვამს და კვეთს ბუნებრივობას. მიზეზი იმისა თუ რატომ ირჩევენ ფილერს არის ის, რომ მას შეუძლია სახის მოცულობის აღდგენა ბუნებრივი დაბერების პროცესის ფონზე და აგრეთვე მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება ნაკვთების გამოკვეთა პლასტიკური ჩარევის გარეშე.
ულთერაპია
მესამე ადგილას პროცედურა სახელად ულთერაპიაა. ის აღადგენს დარღვეული სახის ოვალს, ამცირებს ღაბაბის მოცულობას, წევს წარბებს, შუბლს, და ზედა ქუთუთოებს, აუმჯობესებს კანის ტურგორს და ამცირებს ნაოჭებს. მას უამრავი ცნობილი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. მათ შორისაა ჯენიფერ ანისტონი და კრისტი ბრინკლი. ჯენიფერი აცხადებს, რომ ულთერაპია მისი მთავარი საიდუმლოა ბუნებრივი იერის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება კრისტის, ის ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მისი კანი ასეთი ლამაზი და მიმზიდველია, ულთერაპიაა.
მორფეუს 8
შემდეგ ადგილს მორფეუს 8 იკავებს. ის ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას,ზრდის კანის ელასტიურობას და ტონუსს, ამკვრივებს და ატონიზირებს კანს, აგრეთვე ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის ბუნებრივ წარმოქმნას.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფიგურა კიმ კარდაშიანი სწორედ რომ მორფეუსის მომხმარებელია. მისი თქმით პროცედურა აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და სახის ოვალს. მორფეუსის მომხმარებელია აგრეთვე ცნობილი მოდელი ჰეილი ბიბერი. ის აღნიშნავს რომ აღნიშნული პროცედურა ეხმარება მის კანს, რომ იყოს უფრო მეტად გლუვი და ბრწყინვალე.
ბუსტერი
ბოლო ადგილს იკავებს ბუსტერი ის ინექციური პროცედურაა, რომელიც კანს ანიჭებს ღრმა დატენიანებას, ანათებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. ჰეილი ბიბერი ბუსტერსაც ხშრად იყენებს და ამბობს, რომ კანის ბზინვარება არ მიიღწევა მხოლოდ მაკიაჟით, ბუსტერი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა კანის ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პროცედურას აგრეთვე იყენებს პოპ ვარსკვლავი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი. ვარსკვლავი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ კანი უნდა გამოიყურებოდეს დატენიანებულად, სუფთად და ლამაზად, ამისთვის კი ბუსტერი, მისი აზრით, ყველაზე კარგი არჩევანია.
სილამაზე შენი არჩევანია, თუ არჩევანს სწორ პროცედურაზე შეაჩერებ შენი ცხოვრებაც ისეთი ვარსკვლავური იქნება, როგორიც თითოეული ცნობილი ადამიანის. გააკეთე სწორი არჩევანი, რადგან შენ იმსახურებ საუკეთესოს!
დამატებით, იხილე ჩვენი სტატია კანის მოვლის რუტინის შესახებ.