კოსმეტოლოგია

კანის მოვლის რუტინა

RF microneedling

კანის მოვლის რუტინა გაზაფხულისთვის – დატენიანება, ფორების გაწმენდა და RF მიკრონიდლინგი

როდესაც ზამთარი გადის, ნელ-ნელა თბილი ამინდები იწყება, და, შესაბამისად, თქვენი კანიც იწყებს განახლებას. სწორედ ამიტომ, გაზაფხული იდეალური დროა კანის მოვლის რუტინის გასაჯანსაღებლად და ახალი პროცედურების აღმოსაჩენად, რათა კარგად მოერგოთ ცვალებად ამინდსა და გარემო პირობებს. კლინიკა MEDI-ში შეგიძლიათ გაზაფხულისთვის პროფესიონალური რეკომენდაციები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დერმატოლოგებისგან მიიღოთ, რომლებიც კანის მოვლისთვის აუცილებელ რჩევებს გაგიზიარებენ.

როგორ მოქმედებს სეზონური ცვლილება კანზე?

თქვენი კანი სეზონის ცვლილებებზე იმაზე მეტად რეაგირებს, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ზამთრის ცივ ამინდში კანი ხშირად არის მშრალი, იქერცლება და ასე შემდეგ. ამას გარე და შიდა ტემპერატურების ცვლილება და მზის სხივების ნაკლებობა განაპირობებს. გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება, რაც იწვევს ცვლილებებს, მათ შორის პოტენციურ გამონაყარსა და გაფართოებულ ფორებს.

შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხული არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც თქვენი კანი ემშვიდობება ცივ ზამთარს და ემზადება ცხელი ზაფხულისთვის. ამ დროს:

  • გაზრდილია მზის სხივების ზემოქმედება;
  • არის უფრო მაღალი ტენიანობა;
  • ხშირია ოფლიანობა და ჭარბი ცხიმის დაგროვება;
  • გაზრდილია კანის მგრძნობელობა;

ძირითადი რჩევები გაზაფხულზე კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

იმისთვის, რომ თქვენი კანი მთელი გაზაფხულის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი რუტინის შედგენა და რჩევების გათვალისწინება. აი, რას გირჩევენ კლინიკა MEDI-ს კოსმეტოლოგები:

დამატენიანებელი კრემი – როგორც წესი, ზამთრის პერიოდში უფრო ძლიერი და სქელი დამატენიანებელი კრემები არის საჭირო, ხოლო გაზაფხულზე შედარებით მსუბუქი კრემების გამოყენებაა რეკომენდებული. მოძებნეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ჰიალურონის მჟავას ან გლიცერინს, რათა შეინარჩუნოთ ტენიანობა ფორების შემცირების ან ზედმეტად გაფართოების გარეშე.

ამქერცლავი საშუალებები – კვირაში 1-2-ჯერ აქერცვლის პროცედურის ჩატარება კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს და კანის ფერის ერთიანობაში მოყვანას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, აქერცვლა გააძლიერებს სხვა შრატებისა და დამატენიანებელი საშუალებების ეფექტურობას.

ყოველდღიური მზისგან დამცავი საშუალებები – რაც უფრო მეტ დროს ატარებთ გარეთ, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იზრდება – მათ შორის მოღრუბლულ დღეებშიც კი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყოველდღიური მზისგან დამცავების გამოყენება, რომელთა შემადგენლობაშიც SPF 30+ არის. ეს თავიდან აგარიდებთ დამწვრობის, ნაადრევი დაბერებისა და პიგმენტაციის რისკებს.

ფორების შემცირება და გაფართოება – თბილმა ამინდმა შეიძლება გამოიწვიოს ფორების შემცირება ან გაფართოება, განსაკუთრებით თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თიხის ნიღაბი, სალიცილის მჟავა ან ნიაცინამიდი.

ჰიდრატაცია – კანის ტენიანობის გაზრდამ შეიძლება მოგატყუოთ და გაფიქრებინოთ რომ თქვენი კანი საკმარისად არის დატენიანებული, თუმცა ეს ხშირად საკმარისი არ არის. ეცადეთ დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი და თქვენს გაზაფხულის რუტინაში დამატენიანებელი შრატები ჩართოთ.

როგორ დაგეხმარებათ RF მიკრონიდლინგის პროცედურა გაზაფხულზე?

კანის განახლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ამ გაზაფხულზე არის RF მიკრონედლინგი – რომელიც ახლა უკვე კლინიკა MEDI-ში არის ხელმისაწვდომი. მკურნალობის ეს მეთოდი აერთიანებს ორ მძლავრ ტექნოლოგიას, მიკროინექციებისა და რადიოსიხშირის შერწყმის თერაპიას. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს კოლაგენის რემოდელირებას და არასასურველი ცხიმის შემცირებას. ერთ პროცედურაში მიიღება შესანიშნავი შედეგები:

  • კანის გაახალგაზრდავება;
  • სტრიებისა და ნაწიბურების შემცირება;
  • ფორების შემცირება;
  • ზედმეტი ცხიმის მოცილება (ე.წ ღაბაბის ზონაზე);

პროცედურის დროს მიკროინექციები ღრმად (0.5–8 მმ) შთანთქავენ RF ენერგიას, რომელიც კოლაგენს აღადგენს და ცხიმის სტრუქტურას ცვლის. პირველი შედეგი შეიმჩნევა 7-10 დღის შემდეგ, ხოლო საბოლოო შედეგის შესამჩნევად 8-12 კვირა არის საჭირო. RF მიკრონიდლინგის პროცედურა მოიცავს 3-5 სეანსს, 4–6 კვირის ინტერვალით.

უსაფრთხოება და რეკომენდაციები

იმისთვის რომ RF მიკრონიდლინგის პროცედურა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, გამოიყენება ოქროს პლატირებული მიკროჩხირები (ერთჯერადი გამოყენების). პროცედურა უსაფრთხოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის, არის სრულიად უმტკივნეულო და ძალიან კომფორტული. 

მოვლის რჩევები

იმისთვის რომ RF მიკრონიდლინგის პროცედურა ეფექტური აღმოჩნდეს თქვენი კანისთვის, მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის დაცვა, მათ შორის ნაზად გაწმენდა პირველი 24 საათის განმავლობაში, მზისა და ცხელი აბაზანისგან მორიდება 2 კვირის განმავლობაში და ყოველდღიური მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. როგორც წესი, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 დღეს.

მზად ხართ მთელი გაზაფხულის განმავლობაში ნაზი და ბზინვარე კანისთვის? კლინიკა MEDI ნებისმიერ დროს მზად არის თქვენი სურვილებისა და მიზნების მხარდასაჭერად. თუ გსურთ თქვენი კანის ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განახლება, ან თქვენზე მორგებული რუტინის შერჩევა, დაჯავშნეთ დერმატოლოგთან კონსულტაცია დღესვე, რათა შეძლოთ მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის დასახვა და შესრულება. კლინიკა MEDI-ში დაგხვდებათ პროფესიონალური რჩევები, ინოვაციური ტექნოლოგიები და მიდგომები, კოსმეტიკური პროცედურები და ნებისმიერი სხვა რამ, რაც შეიძლება გაზაფხულის პერიოდში თქვენი კანის ტექსტურისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის დაგჭირდეთ.

ასევე, იხილეთ ჩვენი სტატიები სახლში მოვლის რუტინა vs. კლინიკური პროცედურები და ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *