კოსმეტოლოგია

რატომ არის ზამთარი იდეალური დრო პილინგისთვის?

kanis pilingi

კანის პილინგი

საუკეთესო დრო კანის პილინგისთვის 

პილინგი არის კანის მოვლის აუცილებელი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს კანიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას, კანის ტექსტურის გაუმჯობესებას და ახალგაზრდულ, ნათელ ფერს. დღეს პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა და”დაბერებული” კანის არაოპერაციული მეთოდით “გაახალგაზრდავებას” გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ პილინგი შეიძლება შესრულდეს წლის ნებისმიერ დროს, ზამთარი იდეალური დროა კანის ამ გზით განახლებისთვის. 

რა სარგებელი მოაქვს ცივ ამინდებში პილინგის პროცედურას?

მზის დაბალი აქტივობა ამცირებს პოსტპროცედურული პიგმენტაციის რისკს

პილინგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა პოსტპროცედურული პიგმენტაცია, რომელიც შეიძლება მოხდეს კანის მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისას. ზამთარში მზის ინტენსივობა უფრო დაბალია, რაც ამცირებს არასასურველი პიგმენტაციის შანსს და საშუალებას აძლევს თქვენს კანს რომ შეძლოს დასვენება და უსაფრთხოდ და შეუფერხებლად აღდგენა. გარდა ამისა, ზამთრის ტანსაცმელი, როგორიცაა შარფები და ქუდები, უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან, რაც კიდევ უფრო ამცირებს რისკებს.

ცივ სეზონზე კანის რეგენერაციის პროცესი უფრო ეფექტურია

ცივი ამინდი ანელებს ზედმეტ ცხიმის გამომუშავებას, რაც ეხმარება კანს უფრო ეფექტურად აღდგენაში. გარდა ამისა, დაბალი ტენიანობის დონემ შეიძლება გააძლიეროს შემდგომში კანის მოვლის საშუალებების წასმისა და შეწოვის პროცესი, რაც პილინგის შემდეგ კანზე ზრუნვის პროცედურებს უფრო ეფექტურს გახდის. ეს განაპირობებს კანის უფრო მეტად გაწმენდას, გლუვ ტექსტურას და ლაქების მოცილებას. დაბალი ტემპერატურა ასევე ამცირებს ჭარბი ოფლიანობის ალბათობას, რამაც შეიძლება ზოგჯერ გააღიზიანოს ახლად დამუშავებული კანი, ამ გზით კი შესაძლებელი ხდება უფრო კომფორტული რეგენერაციის პროცესის მიღება.

გაზაფხულს განახლებული კანით შეხვდებით

ზამთარი შესანიშნავი სეზონია კანის განახლებისთვის, განსაკუთრებით კი თებერვალი, რადგან გაზაფხულის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. გაზაფხულის გაუმჯობესებული კანით შეხვედრა ბევრად უფრო თავდაჯერებულსა და ენერგიით სავსეს გაგხდით. პილინგი ხელს უწყობს დაზიანებული ფენების მოცილებას, ქვემოდან კი ახალი და მაქსიმალურად სუფთა კანის რეგენერაცია იწყება. ეს ყველაფერი თქვენს კანს თბილი თვეებისთვის ამზადებს, დამატებით კი იღებთ უფრო ნათელ და განახლებულ იერს. 

რა ძირითადი უპირატესობები აქვს პილინგის პროცედურას?

კანის ღრმა წმენდა

პილინგი კანიდან აშორებს არასაჭირო ნარჩენებსა და ჭუჭყს, გარდა ამისა, ღრმად ასუფთავებს ფორებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი  ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, თმის ჩაბრუნებას მამაკაცებში  და სხვა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, როდესაც მშრალი ჰაერი ხელს უწყობს გამონაყარისა და ლაქების გაჩენას. ზედმეტი ნარჩენების აღმოფხვრით თქვენი კანი საფუძვლიანად გასუფთავდება, თქვენ კი მიიღებთ ღრმა წმენდისა და განახლების სასიამოვნო შეგრძნებებს. 

ლაქების მოშორება

პილინგი ძალზე ეფექტურია მუქი ლაქების, ჰიპერპიგმენტაციისა და აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად. ვინაიდან ზამთარში მზის ზემოქმედება მინიმალურია, პილინგის შედეგი უფრო შესამჩნევი ხდება, რაც კანს უფრო თანაბარ ტონს ანიჭებს. 

გლუვი სტრუქტურა

პილინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის კანის ტექსტურის დახვეწის უნარი. წვრილი ხაზების, უხეში დეტალებისა და არათანაბარი ტონის შემცირებით, კანი ბევრად უფრო გლუვი და ახალგაზრდული გახდება. სწორედ ამიტომ, ზამთარი იდეალური დროა ასეთი პროცედურების ჩასატარებლად.

სუფთა და ჯანსაღი კანი

პილინგი ხელს უწყობს თქვენი კანის საერთო გარეგნობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ამ გზით მცირდება კანის სიმშრალისა და სხვა ზამთართან დაკავშირებული პრობლემების რისკები. რეგულარული პროცედურები უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი ჯანსაღი და ნათელი დარჩეს მთელი სეზონის განმავლობაში. 

როგორ მოვუაროთ კანს პილინგის პროცედურის შემდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი პილინგისთვის იდეალურ პირობებს გვთავაზობს, შედეგის მისაღწევად აუცილებელია პროცედურის შემდგომი სწორი მოვლის რჩევების გათვალისწინება. 

დატენიანება

ცივი ჰაერი ხშირად კანის გამოშრობას იწვევს, ამიტომ გამოიყენეთ ვიტამინებით მდიდარი მკვებავები და დამატენიანებლები, რათა ხელი შეუწყოთ კანის მკურნალობის პროცესებს.

მზისგან დაცვა

ზამთარშიც კი, ულტრაიისფერი სხივები მაინც მოქმედებენ კანზე. გამოიყენეთ ეფექტური მზისგან დამცავი კრემები, ეს ხელს შეუწყობს განახლებული კანის დაცვის პროცესებს. 

მოერიდეთ მკაცრ პროდუქტებს

მოერიდეთ ძლიერ მჟავებს ან ექსფოლიანტებს პილინგის შემდეგ მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება. 

გამოიყენეთ ნაზი გამწმენდი საშუალებები 

შეარჩიეთ ისეთი გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც კანის ტენიანობას ბარიერის დაზიანების და ზედმეტი ზემოქმედების გარეშე შეინარჩუნებენ.

კანის მოვლის პროფესიონალური რუტინა

პროფესიონალ დერმატოლოგებთან კონსულტაცია დაგეხმარებათ შექმნათ საუკეთესო რუტინა, რომელიც მორგებული იქნება თქვენი კანის ტიპსა და საჭიროებებზე.ასე რომ, ცივი სეზონი იდეალური დროა კანის პილინგის ჩასატარებლად. პროცედურის უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარებას კი კლინიკა მედიში შეძლებთ, რომელიც გთავაზობთ უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო შედეგებს. კლინიკა “მედის” პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კანი ზამთრის პერიოდში ჯანსაღად და მბზინავად გამოიყურებოდეს. მოიშორეთ აკნეს შემდგომი ნაწიბურები, წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, გაუხეშებული, ფორებიანი კანის ზედაპირი კლინიკა “მედისთან” ერთად.

დამატებით, გაეცანით ჩვენს რჩევებს მბზინავი სახის კანისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *