კოსმეტოლოგია

რჩევები მბზინავი სახის კანისთვის

რჩევები მბზინავი სახის კანისთვის

რჩევები მბზინავი სახის კანისთვის

ახალი წელი შესანიშნავი დროა კანის მოვლის რუტინის განახლებისთვის და მისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის. ცნობილია, რომ კანზე განსაკუთრებით მოქმედებს სხვადასხვა პირობები, მათ შორის სტრესი, დაღლილობა, კვება და სხვა, ამიტომ აუცილებელია რომ მას საფუძვლიანად მოვუაროთ. თანამედროვე კანის მოვლის რუტინები, როგორც წესი, მოიცავენ სახის კანის რეგულარულ წმენდას, აღდგენით პროცედურებსა და სათანადო დატენიანებას, რაც დაგეხმარებათ თქვენს კანს მბზინვარება და ელასტიურობა შეუნარჩუნოთ. კლინიკა MEDI სწორედ ამ პროცედურების მრავალფეროვნებას გთავაზობთ, დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ პროფესიონალი დერმატოლოგების მიერ რეკომენდებულ იმ ძირითად რჩევებსა და ნაბიჯებს, რომლებიც ჯანსაღი კანის მისაღწევად გჭირდებათ.

კანის რეგულარული წმენდა

ჯანსაღი კანის საფუძველი და პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი საფუძვლიანი წმენდაა. ამ დროს კანის ზედაპირიდან შორდება ჭუჭყი, ცხიმი და გარემოს დამაბინძურებლები, რომლებიც კანზე მთელი დღის განმავლობაში გროვდება. ამ ყველაფერს შეუძლია გააფართოვოს ფორები, რაც იწვევს გამონაყარს, შავ წერტილებსა და კანის გაღიზიანებას.

მნიშვნელოვანია თქვენი კანის ტიპზე მორგებული გამწმენდი საშუალების მოძებნა. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია დამატენიანებელი თვისებების მქონე გამწმენდის გამოყენება. შეარჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ ჭარბი ცხიმის რაოდენობის გაკონტროლებაში, სახის კანის გამოშრობის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ისეთი გამწმენდი საშუალებების მოძებნა, რომლებიც არ შეიცავენ უხეშ ქიმიკატებსა და ალკოჰოლს, რადგან მათ შეუძლიათ კანის გაღიზიანება და აკნეს გაჩენა.

აუცილებელია კანი დღეში ორჯერ მაინც გაწმინდოთ, ერთხელ დილით, რათა მოიშოროთ ღამის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი, მეორედ კი საღამოს, მაკიაჟისა და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების მოსაშორებლად. ამგვარად შეძლებთ დაიცვათ თქვენი კანი და შეინარჩუნოთ ძალიან სუფთა, მოვლილი იმიჯი. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ კანის გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, გადაჭარბებულმა წმენდამ შეიძლება კანს ბუნებრივი ზეთები მოაშოროს, რაც გამოიწვევს კანის სიმშრალესა და გაღიზიანებას. სწორედ ამიტომ, ეცადეთ დაიცვათ რეკომენდებული რაოდენობა და მოერიდეთ უხეში ამქერცლავი პროდუქტების გამოყენებას, რათა არ დააზიანოთ კანის დამცავი ბარიერი.

აღდგენითი პროცედურები

კანის მოვლის რუტინაში აღდგენითი პროცედურების ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი, გაახალგაზრდავებული კანის ხელშეწყობისთვის. ეს პროცედურები ხელს უწყობენ კანის აღდგენას და აუმჯობესებენ მის ვიზუალს. 

აქერცვლა ხელს უწყობს კანიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას და კანს უფრო ნათელსა და გლუვს ხდის. ქიმიური ექსფოლიანტები, როგორც წესი, უფრო ნაზი და ეფექტურია მგრძნობიარე კანისთვის, ხოლო ფიზიკურ ექსფოლიანტებს შეუძლიათ უფრო მყისიერი შედეგის მიცემა მათთვის, ვისაც შედარებით უფრო სქელი კანი აქვთ. ამ პროცედურის ჩატარებას კლინიკაში პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებთ, როგორც წესი, პროცედურა კვირაში 2-3 ჯერ ტარდება, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად.

სახის ნიღბები ასევე შეიძლება შესანიშნავი გზა იყოს სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა მაგალითად კანის სიმშრალე და აკნე. თიხის ნიღაბი იდეალურია ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ხოლო დამატენიანებელი ნიღბები დაგეხმარებათ რომ მშრალი და მგრძნობიარე კანი გამოაცოცხლოთ. ასეთი ნიღბები ძირითადად მდიდარია ინგრედიენტებით, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა ან ალოე ვერა. ამასთან, განიხილეთ პროფესიონალური მკურნალობაც, როგორიცაა მაგალითად სახის ქიმიური პილინგი. ასეთი პროცედურები დაგეხმარებათ კანის განახლების პროცესი უფრო დააჩქაროთ და პრობლემები იმაზე ეფექტურად მოაგვაროთ, ვიდრე ამას სახლის პირობებში გამოყენებული პროდუქტები შეძლებენ.

შრატები მდიდარია აქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ კანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა მაგალითად ნაოჭები, პიგმენტაცია ან აკნე. მოძებნეთ შრატები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ C-ს, კანის ჯანსაღი ნივთიერებებით გასამდიდრებლად. რეტინოლის შემცველი შრატები ასევე კარგი არჩევანია სხვადასხვა ლაქებთან და აკნებთან საბრძოლველად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შრატების მიღება უნდა მოხდეს გამოცდილი ექიმებისა და დერმატოლოგების დახმარებით.

დატენიანება

დატენიანება აუცილებელია კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად, სიმშრალის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი, მბზინავი სახის შესაქმნელად. ადეკვატური დატენიანების გარეშე, თქვენი კანი შეიძლება გახდეს ძალიან გამომშრალი, აიქერცლოს და დაიწყოს ნაოჭების წარმოქმნა.

რეგულარული დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას. შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დამატენიანებელი – მსუბუქი, უცხიმო ფორმულები კარგად მოქმედებს ცხიმიან კანზე, ხოლო ვიტამინებით მდიდარი კრემები იდეალურია მშრალი კანისთვის. არ დაგავიწყდეთ არა მხოლოდ სახის, არამედ ყელის ნაწილის დატენიანებაც.

მოძებნეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი და ალოე ვერა. ეს ინგრედიენტები ხელს უწყობენ კანის ტენიანობის შენარჩუნებას. გარდა დატენიანებისა, ამ გზით შექმნით შესანიშნავ ბაზას მაკიაჟის გასაკეთებლად.

თუმცა, დატენიანებას მხოლოდ კანის მოვლის საშუალებებით ვერ შეძლებთ, ასევე მნიშვნელოვანია შინაგანი ტენიანობაც. ღის განმავლობაში ბევრი წყლის დალევა გადამწყვეტია კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ეს ხელს შეუწყობს იმას რომ თქვენი კანი სათანადოდ გლუვი და მბზინავი იყოს.

ასე რომ, ახალი წლის დაწყება ჯანსაღი რუტინის შექმნისთვის შესანიშნავი დროა. რეგულარული წმენდითა და სხვადასხვა აღდგენითი პროცედურებით შეგიძლიათ მიაღწიოთ ჯანსაღ და ბზინვარე კანს. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ისეთი პროდუქტების შეძენა, რომლებიც იდეალურად შეესაბამება თქვენი კანის ტიპს და პასუხობს ინდივიდუალურ პრობლემებს.

ამისთვის კი კლინიკა MEDI გთავაზობთ კონსულტაციას პროფესიონალ და გამოცდილ დერმატოლოგებთან, რომლებიც დაგეხმარებიან უშუალოდ თქვენზე მორგებული რუტინისა და მკურნალობის გეგმის დასახვასა და აღსრულებაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *