კოსმეტოლოგია

როგორ მოვუაროთ კანს დღესასწაულების შემდეგ

როგორ მოვუაროთ კანს დღესასწაულების შემდეგ

როგორ მოვუაროთ კანს დღესასწაულების შემდეგ

სადღესასწაულო პერიოდი ხშირად მდიდარია შეკრებებითა და სხვადასხვა ინგრედიენტებისგან დამზადებული კერძებით, რომლებმაც შესაძლოა არასასიამოვნო ეფექტი იქონიონ თქვენს სახის კანზე, გამოიწვიონ კანის სიმშრალე ან ბზინვარე იერის დაკარგვა. დაღლილობა, განსხვავებული სახის საკვები და სხვა სტრესული გარემოებები ხელს უწყობენ აკნესა და გაღიზიანების გავრცელებას, ამ პრობლემის მოგვარებაში კი ექსპერტი კოსმეტოლოგების გუნდი დაგეხმარებათ. 

დღესასწაულების შემდგომ სახის კანზე შეიძლება შეამჩნიოთ აკნე და კანის გაღიზიანება, რომელთა მოგვარებაც კლინიკური პროცედურების გარდა ადგილობრივი მკურნალობით, შესაბამისი დიეტის შედგენითა და ცხოვრების წესით გაჯანსაღებითაც შეგიძლიათ:

კვება

კვების რაციონში შეიტანეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ აკნესა და გაღიზიანების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, თუმცა დარწმუნდით რომ მათ ზედმეტი რაოდენობით არ გამოიყენებთ, რადგან ამას შესაძლოა კანის სიმშრალე მოჰყვეს.

დატენიანება

კანის დატენიანება ერთ-ერთი ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიური დამატენიანებელი საშუალებები. დატენიანებული კანი მოგანიჭებთ ბევრად უფრო ჯანსაღ და ბზინვარე იერს და დაგეხმარებათ გაღიზიანებისა და გამონაყარის თავიდან არიდებაშიც. არ დაგავიწყდეთ საჭირო რაოდენობის წყლის მიღებაც დღის განმავლობაში.

მზისგან დამცავი საშუალებები

თქვენი კანის მზის ზემოქმედებისგან დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სხვადასხვა კლინიკური პროცედურების შემდეგ, როგორიცაა მაგალითად სახის პილინგი. დარწმუნდით, რომ მზისგან დამცავებს ყოველდღიურად იყენებთ, რათა შეძლოთ კანის სიმშრალისა და სხვა პრობლემების მოგვარება. ამასთან, შეეცადეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დილის 10 დან შუადღის 4 საათამდე, როდესაც UV სხივები ყველაზე ძლიერია. 

ჯანსაღი ცხოვრების წესი

შეადგინეთ დიეტა რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და ცილებით. ასეთი პროდუქტის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ნაოჭებთან, კანის სიმშრალესთან და კანის ნაადრევ დაბერებასთან საბრძოლველად.

ძილი

ღამის განმავლობაში საჭირო რაოდენობის ძილი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს კანს საშუალება აქვს დაისვენოს და აღდგეს გაღიზიანების გარეშე. დარღვეულმა ძილის რეჟიმმა შესაძლოა მიგიყვანოთ გამონაყარისა და აკნეს მსგავს პრობლემებამდე.

თუმცა იმისთვის, რომ თქვენი კანი დღესასწაულების შემდეგ ძველებურად ბზინვარედ და ჯანსაღად გამოიყურებოდეს და შედეგი მაქსიმალურად ჩანდეს, კლინიკა MEDI-ს პროფესიონალი კოსმეტოლოგების მიერ რეკომენდებულ პროცედურებს გაგიზიარებთ. გახსოვდეთ, რომ პროფესიონალებთან კონსულტაციით შესაძლებელია უშუალოდ თქვენს კანზე მორგებული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება. 

დღესასწაულების დროს ხშირად გვიწევს მაკიაჟის ტარება, ირღვევა ძილის რეჟიმი და დიეტა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფორების გაფართოება, კანის გაღიზიანება და გამონაყარი. ასეთ დროს ღრმა წმენდის პროცედურები იდეალური საშუალებაა კანის სიჯანსაღის აღსადგენად და მის დასატენიანებლად. 

ერთ-ერთი ასეთი პროცედურაა ჰაიდრაფეიშალი, პროცედურა, რომელიც აერთიანებს სახის წმენდას, დატენიანებას, აქერცვლასა და დაცვას, რაც ქმნის ბევრად უფრო სუფთა და ჯანსაღ სახის კანს. გარდა ამისა, ჰაიდრაფეიშალი ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და აუმჯობესებს კანის ზოგად ტექსტურას. 

კიდევ ერთი ეფექტური პროცედურაა სახის ულტრაბგერითი წმენდა. ულტრაბგერითი წმენდა გულისხმობს აპარატის მიერ წარმოქმნილი ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით კანის ღრმა წმენდას. პროცედურის დროს ტარდება ქსოვილების მიკრომასაჟი, რაც კანს აშორებს მაკიაჟის ნარჩენებსა და შავ კომედონებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები. ულტრაბგერითი პილინგი 15 წუთის განმავლობაში ასუფთავებს კანს. რიგ შემთხვევაში შეირჩევა ინდივიდუალური პროგრამა კანის ტიპის მიხედვით, რომელსაც არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და პაციენტი იმავე დღეს უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დამატებით კი შეგიძლიათ ჩაიტაროთ ამქერცლავი პროცედურებიც. ასეთი პროცედურების დროს ხდება კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი, ძველი უჯრედების აქერცვლა (პილინგი). რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შედეგად ხდება კანის ზედაპირის სწრაფი განახლება და შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს. პროცედურიდან 7-8 დღის შემდეგ ჩანს კანის განახლებისა და გაახალგაზრდავების შედეგი. 

აღსანიშნავია, რომ კლინიკა MEDI-ში ეს პროცესი უნიკალური ლაზერული ტექნოლოგიის, დოტ ლაზერის დახმარებით მიმდინარეობს, მკურნალობის შედეგად ვიწროვდება და უფერულდება აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ფერმკრთალდება კანზე არსებული პიგმენტური ლაქები, კანი ხდება უფრო ელასტიური, გლუვი და მკვრივი, სადავდება სტრიები და ნაწიბურები, ვიწროვდება და ქრება გაფართოებული ფორები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ კლინიკა MEDI გთავაზობთ სახის კანის პროცედურების, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სპეციფიკურ პრობლემებზე, როგორებიცაა აკნე, კანის დაბერება, მომატებული მგრძნობელობა და სხვა. გახსოვდეთ, რომ სწორად შედგენილი მკურნალობის გეგმა და შემდგომი მკურნალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი კანის გაჯანსაღების პროცესში. კანის მოვლის თანმიმდევრული რუტინის შერჩევა და შენარჩუნება აუცილებელია მისი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის, ამ პროცესს კი პროფესიონალი ექიმები მიადევნებენ თვალყურს. ასეთი პროცედურებისა და მარტივი ჩვევების კანის მოვლის რუტინაში ჩართვით მარტივად შეძლებთ აღადგინოთ და გააუმჯობესოთ კანის ჯანმრთელობა დღესასწაულების შემდეგ. ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობის გეგმა კი მიზნის ეფექტურად მიღწევაში დაგეხმარებათ. დაგეგმეთ კონსულტაცია კლინიკის გამოცდილ კოსმეტოლოგებთან დღესვე და გახადეთ თქვენი კანი ბევრად უფრო მბზინავი და სასიამოვნო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *