როგორ ვებრძოლოთ აკნეს? – მკურნალობის ეფექტური გზები კლინიკა MEDI-სთან ერთად
აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, იგი ხშირად მოქმედებს ადამიანების თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. საბედნიეროდ, კლინიკა MEDI პაციენტებს აკნეს მკურნალობისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის მოწინავე და ეფექტურ საშუალებებს სთავაზობს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს ინოვაციური მეთოდებიდან ინექციებამდე.
როდის ჩნდება აკნე?
მკურნალობის გზების შესარჩევად მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა. აკნე ჩნდება მაშინ, როდესაც კანზე არის მკვდარი უჯრედები და ბაქტერიები, რომლებიც განსხვავდება სიმძიმისა და ხილვადობის მიხედვით. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ჰორმონალური ცვლილებები, სტრესი, დიეტა ან გენეტიკა, ხელს უწყობს აკნეს განვითარებას. ასეთი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობისთვის.
კლინიკა MEDI-ს კოსმეტოლოგებს კარგად ესმით, რომ თითოეული ადამიანის კანი უნიკალურია, სწორედ ამიტომ, გთავაზობენ უშუალოდ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, სხვადასხვა ტიპის კანისა და პრობლემებისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს:
ეს არის არაინვაზიური, სინათლის სხივზე დაფუძნებული მკურნალობის გზა, რომელიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. BBL გახლავთ რევოლუციური თერაპია, რომლის დროსაც სინათლის ენერგია ღრმად შედის კანში და აძლიერებს მის ბუნებრივ უნარს დაბერების წინააღმდეგ. პროცედურა არის კომფორტული და სრულიად უმტკივნეულო, განკუთვნილია გაახალგაზრდავებისთვის, აკნესა და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, არაჩვეულებრივია როზაცეას საწინააღმდეგოდ და კანი მოჰყავს ერთ ფერში. ეს პროცედურა ეფექტურია არა მხოლოდ აქტიური აკნეს სამკურნალოდ, არამედ სიწითლის შესამცირებლად და აკნეს შემდგომი ნაწიბურების გასაქრობად.
ჰორმონალური დისბალანსით ან კანის შეშუპებით გამოწვეული აკნეს მქონე ადამიანებისთვის მეზოთერაპია ძალიან ეფექტურია. მეზოთერაპია წარმოადგენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის მეთოდს ვიტამინების კოქტეილებით. პროცედურის დროს სპეციალური აპარატის მეშვეობით კანში შეჰყავთ კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას და ანტიოქსიდანტს. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.
მანუალური მეზოთერაპიის დროს ინექციები უწვრილესი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე ყველაზე დელიკატურ ზონებში კეთდება (ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელის მტევანი). კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა მედიში გამოიყენება მსოფლიო წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიების პრეპარატები და კოქტეილები.
FRAXEL – ეს არის უნიკალური ფრაქციული ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში და რეაბილიტაციის გარეშე ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას: აუბჯობესებს სახის სტრუქტურას, ხდის კანს გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი, ძველი უჯრედების აქერცვლას (პილინგს) მოსდევს კანის ზედაპირის სწრაფი განახლება. რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შედეგად დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ. იგი ხდება უფრო გლუვი, რბილი, ხავერდოვანი.
დოტ ლაზერი წარმოადგენს უნიკალურ ლაზერულ ტექნოლოგიას, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და აგვარებს არაერთ პრობლემას. პროცედურის დროს ხდება კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი, ძველი უჯრედების აქერცვლა (პილინგი). რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შედეგად ხდება კანის ზედაპირის სწრაფი განახლება და შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს. პროცედურიდან 7-8 დღის შემდეგ ჩანს კანის განახლებისა და გაახალგაზრდავების შედეგი.
მკურნალობის შედეგად ვიწროვდება და უფერულდება აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ფერმკრთალდება კანზე არსებული პიგმენტური ლაქები, კანი ხდება უფრო ელასტიური, გლუვი და მკვრივი, სადავდება სტრიები და ნაწიბურები, ვიწროვდება და ქრება გაფართოებული ფორები.
ლაზერული მკურნალობა იძლევა საკმაოდ ხანგრძლივ შედეგს აკნესა და ნაწიბურების არსებობის დროს. კანის ღრმა ფენებზე დამიზნებით ლაზერი ეფექტურად ამცირებს ცხიმის გამომუშავების პროცესს, რაც აღმოფხვრის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს და ასტიმულირებს კოლაგენს ბევრად უფრო გლუვი კანისთვის.
გარდა ამ პროცედურებისა, კლინიკა გთავაზობთ კანის მოვლის პერსონალიზებულ გეგმებს. დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული რჩევების გამოყენებით, კლინიკა MEDI-ს გუნდი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ და მაქსიმალურად ეფექტურ ზრუნვას თქვენი კანისთვის.
რას უნდა ელოდოთ მკურნალობის პროცესში?
კლინიკა MEDI-ში კანის გაწმენდა და გაჯანსაღება იწყება ყოვლისმომცველი კონსულტაციებით. კლინიკის სპეციალისტები შეაფასებენ თქვენს კანს, განიხილავენ პრობლემებს და გირჩევენ მკურნალობის საუკეთესო გზებს, რომლებიც უშუალოდ იქნება მორგებული თქვენს საჭიროებებზე. კონსულტაციის შემდეგ მიიღებთ მკურნალობის ზუსტ გეგმას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი კანის მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის გზების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ პაციენტების ნაწილი შესამჩნევ გაუმჯობესებას მალევე ამჩნევს.
პროფესიონალური მკურნალობა, რომლის მიღებასაც კლინიკაში შეძლებთ, განსხვავდება იმ გზებისგან, რომელთა გამოყენების დროსაც აკნე მხოლოდ დროებით ქრება და ის მიზნად ისახავს აკნეს ძირეული მიზეზების გაგებასა და მათ მკურნალობას. ყოველივე ეს ხელს უშლის მომავალში გამონაყარის წარმოქმნას და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ზოგად ჯანმრთელობას. დამატებითი სარგებელი მოიცავს აკნეს ნაწიბურების შემცირებას, გაუმჯობესებულ კანის სტრუქტურას და აძლიერებს თავდაჯერებულობის გრძნობას.
აკნესთან გამკლავება შეიძლება ძალიან რთული პროცესი ჩანდეს, თუმცა კლინიკის უახლესი ტექნოლოგიების, ინოვაციური მიდგომებსა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის დახმარებით, მარტივად შეძლებთ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ჩაეწერე კლინიკა მედიში დერმატოლოგთან ონლაინ სასურველ დროს და დაიწყე შენს კანზე ზრუნვა დღესვე. ონლაინ ჩასაწერად მიჰყევით ამ ბმულს: https://medi.ge/online-booking/
ან ეწვიეთ კლინიკა მედის თბილისში, კოსტავას 52 ნომერში.