კოსმეტოლოგია

ბოტოქსი – ყველაზე ეფექტური მეთოდი ნაოჭების წინააღმდეგ

ბოტოქსი

ბოტულინოთერაპია ანუ ბოტოქსი ნაოჭების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული მეთოდია. პროცედურა 30 წელზე მეტია გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და ფაქტობრივად უკონკურენტოა. ამ დროს კანში ინექციის სახით შედის ბოტულინო ტოქსინი, ნევროლოგიური მედიკამენტი, რომელიც ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. ბოტულინის ტოქსინის საშუალებით მიმიკური ნაოჭები დროებით დუნდება, რაც ხელს უწყობს მის გასწორებას. ამ მეთოდით კანის გაახალგაზრდავება მარტივი და უმტკივნეულოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტოქსის ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია და საშუალოდ 6 თვე გრძელდება.

ბოტოქსი სახეზე ძირითადად გამოიყენება ზედა მესამედში (თვალი, შუბლი). ბოტოქსი შუბლზე ფრონტალური კუნთის მოქმედებით (წარბის აწევის, გაოცების ან ემოციის გამოხატვისას)  გამოწვეული ნაოჭების აღმოსაფხვრელად და წარბებს შორის ვერტიკალური ხაზების კორექციისთვის მიმართავენ. ამას გარდა, პროცედურა შეიძლება მთელ სახეზეც ჩატარდეს, რასაც full face ბოტოქსს უწოდებენ. ბოტოქსით ნაოჭების გასწორება კისრის არეშიც შესაძლებელია. 

კოსმეტიკურ ეფექტთან ერთად, ბოტოქსს აქვს სამკურნალო დანიშნულებაც. როგორც ვახსენეთ ის ნევროლოგიური მედიკამენტია და თავდაპირველად იყენებდნენ სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების სამკურნალოდ. დღეს მას ხშირად მიმართავენ ჭარბი ოფლიანობის, ჰიპოჰიდროზის მკურნალობისას, ასევე ქრონიკული თავის ტკივილის, შაკიკის და სხვა მდგომარეობებისას. 

ნაოჭების გასწორება ბოტოქსით კლინიკა მედიშია შესაძლებელი, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალი ექიმები, რომლებიც გაგიწევენ კვალიფიციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენთან ბოტოქსის პროცედურა ტარდება სერთიფიცირებული ფრანგული და ამერიკული პრეპარატებით, სრულიად უმტკივნეულოა და ძალიან მცირე დროში ხდება ნაოჭების სრული გასადავება. გარდა ამისა, კლინიკაში ხელმისაწვდომია ბოტოქსით ჰიპოჰიდროზის მკურნალობაც. 

ბოტოქსის ინექციების დაწყება 25 წლის ასაკიდანაა რეკომენდებული, მაშინ როდესაც ვამჩნევთ პირველად ნაოჭებს.პროცედურის დაწყება ამ დროს უფრო მეტად ეფექტურია. ბოტოქსი შედეგიანია ნებისმიერი მდგომარეობისა და ასაკის კანისთვის, თუმცა ახალგაზრდა ასაკში დაწყებული კორექცია, ახდენს ნაოჭების პრევენციას და შედეგიც შესაბამისად ბევრად ეფექტურია. 

ბოტოქსით ნაოჭების კორექცია იწყება პროცედურიდან 24 საათის შემდეგ, 2-3 კვირაში კი მაქსიმალურ შედეგს აღწევს და ეფექტი 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.  ბოტოქსის გვერდითი მოვლენები  შესაძლოა იყოს კანის დროებითი  სიწითლე, შეშუპება და იშვიათ შემთხვევაში თავის მსუბუქი ტკივილი. 

ბოტოქსის უპირატესობები მართლაც ძალიან ბევრია. სწრაფი უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ნაოჭების გასწორების, მაქსიმალურად ხანგრძლივ ეფექტს უზრუნველყოფს. ეფექტურია სხვა ინექციურ და აპარატურულ პროცედურებთან კომბინაციაში და არ ახასიათებს სეზონურობა. ყველა დადებით ფაქტორთან ერთად, იძლევა ნაოჭების პრევენციის საშუალებასაც, განსაკუთრებით მაშინ თუ მას 25-30 წლის ასაკში მიმართავენ. ბოტულინოთერაპია ნაოჭების გასწორების უკონკურენტო მეთოდია. კლინიკა მედიში უსაფრთხო, მაღალეფექტური პროცედურის ჩატარება სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, შედეგად გლუვი და ჯანსაღი სახის კანი კი გარანტირებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *