კოსმეტოლოგია

5 საუკეთესო პროცედურა გლუვი და ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად

5 საუკეთესო პროცედურა გლუვი და ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ადამიანები ეძებენ სახის კანის გაჯანსაღებისა და მისთვის ბზინვარების მინიჭების ეფექტურ გზებს, რათა თავი ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ. სწორედ ამიტომ, კლინიკა MEDI საკუთარ პაციენტებს ძალიან საინტერესო პროცედურებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ სახის კანის მკურნალობასა და გაუმჯობესებას ინოვაციური მეთოდებით და სრულყოფილი ბზინვარების მიღწევას. ეს პროცედურები შექმნილია თქვენი კანის გაახალგაზრდავებისთვის, დატენიანებისა და გამოცოცხლებისათვის.

5 საუკეთესო პროცედურა გლუვი და ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად

ფილერი

კანის გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი სწორედ ფილერია. კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. ორგანიზმში 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობის დაკარგვას, ჩნდება ნაოჭები და იცვლება სახის ფერი. ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს აგვარებს, წარმოადგენს კანქვეშა ინექციები, რომლის დროსაც ხდება კანის შრეების ჰიალურონის მჟავის პრეპარატით  გამდიდრება.

პროცედურა გულისხმობს ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის  კანქვეშ შეყვანას მიკროინექციის გზით. პროცედურის შედეგად კანი იჭიმება და ხდება ნაოჭების გასწორება. დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. შედეგი კი ნარჩუნდება 1,5-2 წლის განმავლობაში.

ბიორევიტალიზაცია

ბიოსტიმულაცია, იგივე ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება.
ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. პროცედურის შემდგეგ საგრძნობლად იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.

შედეგად მიიღწევა ღრმა დატენიანება, კანის ელასტიური აღდგენა, ლიფტინგი, ნაოჭების შევსება და კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება. პროცედურა კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის ჩატარების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში საჭიროა სოლარიუმის, სავარჯიშო დარბაზის და საუნისგან თავის შეკავება.

ჰიდრაფეიშალი

ჰაიდრაფეიშალი წარმოადგენს კანის მოვლის ამერიკულ ტექნოლოგიას, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ინექციის გარეშე აგვარებს კანის რამოდენიმე პრობლემას ერთდროულად, ატენიანებს და აჯანსაღებს მას და აგვარებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ზედაპირული ნაოჭები, კანის სიმშრალე, გარქოვანებული კანი, პიგმენტაცია, ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები.

პროცედურა ეფექტურად ანაცვლებს სახის მასაჟს, არაინექციურ მეზოთერაპიას და აკეთებს ალმასის დერმაბრაზიას. აღსანიშნავია, რომ ჰაიდრაფეშალი ერთადერთია, რომელიც ერთდროულად ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს. პროცედურა 1 საათი გრძელდება და შედგება 5 ეტაპისგან: ლიმფო მასაჟი, ღრმა წმენდა, მსუბუქი პილინგი, დატენიანება და ქრომოთერაპია (LED სხივები). ჰაიდრაფეშალი არის იდეალური მათთვის, ვისაც სურს, რომ გამოიყურებოდეს მუდმივად ახალგაზრდულად და მიმზიდველად. პროცედურის ჩატარება შეუძლია ნებისმიერი ასაკის როგორც ქალს, ასევე მამაკაცს და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. პროცედურათა რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემის გათვალისწინებით. 

პლაზმო ლიფტინგი

ეს მეთოდი ასევე კარგია ზამთრის პერიოდში, როდესაც კანი შედარებით მშრალია და საჭიროებს გაჯანსაღებას. პლაზმო ლიფტინგი გულისხმობს კანის გაახალგაზრდავებას თრომბოციტების დახმარებით.
პროცედურის დროს პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი, რომელიც მდიდარია თრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს. მეთოდი გულისხმობს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან სხვა მინარევების გარეშე. 

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური. პროცედურა ეფექტურია ნებისმიერ ასაკში, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.

პლაზმო ლიფტინგის კურსის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება კანი სტრუქტურა და ფერი, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. კურსი შეადგენს 4-6 პროცედურას 10-14 დღიანი შუალედით. პროცედურა კეთდება ადილობრივი ანესთეზიით და გრძელდება 30 წუთის განმავლობაში.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია წარმოადგენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის მეთოდს ვიტამინების კოქტეილებით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დატენიანებული კანის მისაღწევად. პროცედურის დროს სპეციალური აპარატის მეშვეობით კანში შეჰყავთ კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას და ანტიოქსიდანტს. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.

კლინიკა MEDI-ში თითოეული ეს პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის, სრულიად უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და შემავსებლების გამოყენებით, მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის უზრუნველსაყოფად. პროცედურები მინიმალურად ინვაზიურია, ხოლო ეფექტი – მყისიერი, რაც იმას თითოეულ მათგანს შესანიშნავ არჩევანს ხდის წინა საახალწლო პერიოდშიც კი.

ყოველი მათგანი მიზნად ისახავს კანის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ერთიანობაში ისინი ქმნიან კანის მოვლის ყოვლისმომცველ რუტინას, რომელიც კანს განახლებულ და გაახალგაზრდავებულ იერს ანიჭებს. მაგალითად ბიორევიტალიზაცია კანს ღრმად ატენიანებს, პლაზმოლიფტინგი აღადგენს და აახალგაზრდავებს მას, ხოლო ფილერები უზრუნველყოფენ ნაოჭების დაფარვასა და შევსებას. ამ გზით თქვენ შეძლებთ ერთდროულად გაუმკლავდეთ მრავალ პრობლემას და შედეგად ძალიან ჯანსაღი სახის კანი მიიღოთ.

გაითვალისწინეთ, რომ პროცედურების გავლამდე მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა კლინიკის გამოცდილ ექიმებთან, რომლებიც გაანალიზებენ თქვენი კანის ტიპს და შეადგენენ მკურნალობის სწორ გეგმებს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. გარდა ამისა, გირჩევთ პროცედურების ჩატარება დაიწყოთ ახალი წლის ღამემდე რამდენიმე კვირით ადრე, რათა თქვენს კანს ჰქონდეს დრო სრულად წარმოაჩინოს მიღებული შედეგი.კლინიკის უახლესი ტექნოლოგიები და გამოცდილი კოსმეტოლოგები უზრუნველყოფენ, რომ მიიღოთ უმაღლესი დონის მომსახურება, თქვენი კანის ტიპისა და სხვადასხვა არსებული პრობლემების გათვალისწინებით.

დაჯავშნეთ თქვენი შეხვედრა დღესვე და შეხვდით ახალ წელს მბზინავი და თავდაჯერებული კანით!

დამატებით, იხილეთ ჩვენი სტატია თუ როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *