ჭარბოფლიანობა
გათავისუფლდი ჭარბი ოფლიანობისგან ზაფხულის დაწყებამდე
ზაფხული ახლოვდება, და სანამ ადამიანების უმეტესობა მოუთმენლად ელის მზეს და თბილ ამინდებს, ზოგისთვის არასასურველ ოფლიანობასთან ასოცირდება იქნება ეს ხილული ლაქები ტანსაცმელზე თუ მუდმივად ტენიანობის შეგრძნება, გადაჭარბებულმა ოფლიანობამ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერჰიდროზი, შეიძლება ზაფხულის სეზონზე სირთულეები გამოიწვიოს. საბედნიეროდ, დღეს ჰიპერჰიდროზის მკურნალობა ბოტოქსის დახმარებით არის შესაძლებელი და ამ პროცედურის ჩატარებას კლინიკა MEDI-ში სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ შეძლებთ.
რა არის ჰიპერჰიდროზი?
ჰიპერჰიდროზი არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც იწვევს ორგანიზმში ოფლის წარმოქმნას იმაზე მეტად, ვიდრე ზოგადად ტემპერატურის რეგულირებისთვის არის საჭირო. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე და შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის თავდაჯერებულობაზე, სოციალურ ცხოვრებასა და კომფორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფლიანობა სხეულის ნორმალური და აუცილებელი ფუნქციაა, ჰიპერჰიდროზის მქონე ადამიანები მას გადაჭარბებული დოზით განიცდიან, მაშინაც კი, როდესაც დასვენების რეჟიმში არიან.


ჰიპერჰიდროზი იყოფა ორ ტიპად: პირველადი და მეორადი.
პირველადი ჰიპერჰიდროზი, ჩვეულებრივ, გავლენას ახდენს სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე, როგორიცაა მკლავები, ხელები, ფეხები, შუბლი ან კისრის უკანა მხარე.
მეორადი ჰიპერჰიდროზი გამოწვეულია სამედიცინო პრობლემებისგან, როგორიცაა დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან გარკვეული მედიკამენტები და, როგორც წესი, იწვევს უფრო ხშირ ოფლიანობას.
რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას?
მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჰიპერჰიდროზის ზუსტი მიზეზი უცნობია, ითვლება, რომ ის დაკავშირებულია ზედმეტად აქტიურ ნერვებთან, რომლებიც ააქტიურებენ საოფლე ჯირკვლებს. ეს მდგომარეობა ხშირად იწყება მოზარდობის ასაკში და შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ხასიათი. ტრესმა და შფოთვამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები, მაგრამ თავად ოფლიანობა შეიძლება განვითარდეს ისე, რომ განწყობასა და გარემოს ტემპერატურას მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდეს.
ამ მდგომარეობამ შეიძლება შეაფერხოს ყოველდღიური საქმიანობა, შეზღუდოს ტანსაცმლის არჩევანი და შექმნას მნიშვნელოვანი უხერხულობა – განსაკუთრებით თბილ თვეებში, როდესაც ოფლის ყოველი წვეთი თხელ ტანსაცმელზე ლაქებად რჩება.
როგორ ებრძვის ბოტოქსი ჰიპერჰიდროზს?
ჭარბი ოფლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბოტოქსის ინექციების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოტოქსი ძირითადად ნაოჭების გასწორებასთან არის დაკავშირებული, იგი იდეალურად ახერხებს ჰიპერჰიდროზის მკურნალობასაც. ეს უსაფრთხო პროცედურა დროებით ბლოკავს ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც ნერვებიდან მოდის და ასტიმულირებს საოფლე ჯირკვლებს. როდესაც ჯირკვლები არ იღებენ ამ სიგნალებს, ოფლის გამოყოფა ჩერდება, თუმცა მხოლოდ იმ ზონებში, რომლებზეც ბოტოქსის პროცედურა ჩატარდა.
როგორც წესი, ბოტოქსი ყველაზე ხშირად გამოიყენება იღლიებზე, ხელისგულებზე, ფეხის გულებზე, წელზე, შუბლზე, კისრის უკანა მხარეზე და ა.შ. ბოტოქსს შეუძლია მოგიგვაროთ ოფლიანობის პრობლემა დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, მკურნალობა შეიძლება კვლავ ჩაიტაროთ. ასე შეგიძლიათ მართოთ ჰიპერჰიდროზი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში და თქვენი კანი ზაფხულისთვის მშვიდად მოამზადოთ.
რატომ არის მაისი იდეალური დრო ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ?
მაისი იდეალური თვეა ბოტოქსისთვის, რადგან ტემპერატურა სწორედ ამ პერიოდში იწყებს მატებას. მაისში ჯერ ძალიან არ ცხელა, რაც სხეულს საკმარის დროს აძლევს იმისთვის, რომ ინექციაზე რეაგირება მოახდინოს და დაბლოკოს ზედმეტი ოფლის გამოყოფა მანამ, სანამ ზაფხულის სიცხეები დაიწყება. მკურნალობის ადრეულად დაწყებით თავიდან აიცილებთ შფოთვას და დისკომფორტს, უსიამოვნო სუნს და დეზოდორანტების მუდმივ გამოყენებას.
როგორც წესი, პაციენტების უმეტესობა ბოტოქსის შემდეგ ოფლიანობის შემცირებას მკურნალობიდან სულ რამდენიმე დღეში ამჩნევს, თუმცა სრული ეფექტი შესამჩნევია დაახლოებით ორ კვირაში. MEDI-ში ჩატარებული სწრაფი და მინიმალური ინვაზიური პროცედურების საშუალებით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზაფხულით ჭარბოფლიანობის პრობლემების გარეშე.
უსაფრთხოა თუ არა ბოტოქსის პროცედურის ერთ უბანზე ჩატარება?
ხშირად ადამიანებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა ბოტოქსის მხოლოდ ერთ ზონაზე გაკეთება და იმოქმედებს თუ არა ეს უარყოფითად სხეულის ბუნებრივ გაგრილების სისტემაზე. დარწმუნებული იყავით, რომ ჰიპერჰიდროზის ბოტოქსით მკურნალობა მხოლოდ დამუშავებულ ზონაზე ახდენს გავლენას. თქვენი სხეული კვლავ ნორმალირად ფუნქციონირებს სხვა ადგილებში და ყველაფერი წესრიგში რჩება.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კომპენსატორული ოფლიანობა, როდესაც სხეულს ოფლი სხვა უბნებზე გადააქვს, თუმცა, ეს ხშირად ბევრად უფრო მსუბუქად ხდება და ოფლი ნაკლებად შესამჩნევი და შემაწუხებელია.
ჰიპერჰიდროზის მქონე ადამიანებისთვის ბოტოქსით მკურნალობა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური მეთოდი ნორმალური და მშვიდი ცხოვრებისთვის. ეს არის მარტივი, სწრაფი და უაღრესად ეფექტური გზა აკონტროლოთ თქვენი სხეული და კვლავ დატკბეთ ცხოვრებით – ოფლის ლაქების ან სუნის შიშის გარეშე.
დაემშვიდობეთ ოფლს – დაიწყეთ მკურნალობა დღესვე და ნუ დაელოდებით ზაფხულის აუტანელ სიცხეებს. დაგეგმეთ თქვენი ჰიპერჰიდროზის მკურნალობა მაისში და დაიბრუნეთ თქვენი კომფორტი და თავდაჯერებულობა. მნიშვნელობა არ აქვს ოფლიანობა სხეულის რომელ ნაწილში გაწუხებთ, კლინიკა MEDI გთავაზობთ ბოტოქსის უსაფრთხო პროცედურას, რომელიც მოგცემთ რეალურ შედეგს.
შეხვდი ზაფხულს მომზადებული კლინიკა MEDI-სთან ერთად!
იხილეთ ჩვენი სტატია კანის მოვლის რუტინის შესახებ.