კოსმეტოლოგია

სახის მოდელირება ძაფებით

სახის მოდელირება ძაფებით

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ძაფებით სახის მოდელირება. ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს სახის კონტურების აღდგენას და  ბუნებრივ გაახალგაზრდავებას ქირურგიული ჩარევის გარეშე.

რა არის ძაფებით მოდელირება?

ძაფებით მოდელირება არის პროცედურა, რომლის დროსაც კანის ქვეშ თავსდება ჰიპოალერგიული ძაფები. ისინი ქმნის ბუნებრივ საყრდენს რბილი ქსოვილებისთვის, ასწორებს ჩამოშვებულ უბნებს და ერთდროულად ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. შედეგად, კანი ელასტიურობას იძენს და გაახალგაზრდავდება. 

ძაფების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • კოგის ძაფები – მათ ზედაპირზე განთავსებულია მიკროსკოპული კბილანები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის მყისიერ აწევასა და კონტურების გამოკვეთას. ისინი იდეალურია სახის ოვალის, ღაბაბისა და ლოყების კორექციისთვის.
  • მეზოძაფები – უფრო თხელი ძაფებია, რომლებიც გამოიყენება კანის საერთო ტონუსის ასამაღლებლად, ფორების შესამცირებლად და მცირე ნაოჭების გასასწორებლად. ისინი ბუნებრივად აძლიერებენ კანს და აუმჯობესებენ მის სტრუქტურას.

როგორ ტარდება პროცედურა?

კლინიკა მედიში პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის მასალებით და სიზუსტით. სპეციალისტი წინასწარ აფასებს პაციენტის კანის მდგომარეობას და ინდივიდუალურად არჩევს ძაფების ტიპსა და განლაგებას. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, გრძელდება დაახლოებით 30–60 წუთი და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.

ძაფებით მოდელირება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და თანამედროვე მეთოდად ესთეტიკურ მედიცინაში. გამოყენებული ძაფები მთლიანად შეიწოვება ორგანიზმში და არ ტოვებს შრამებს ან დეფორმაციას. პროცედურა სტერილურ გარემოში ტარდება, რაც უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას და მინიმალურ დისკომფორტს.

ძაფებით მოდელირების ეფექტი შესამჩნევია დაუყოვნებლივ, თუმცა საბოლოო შედეგი ყალიბდება მომდევნო კვირებში, როცა კოლაგენის გამომუშავება აქტიურდება.


პროცედურა უზრუნველყოფს:

  • სახის ოვალის აღდგენას და ლიფტინგს
  • ღაბაბისა და ლოყების კორექციას
  • კანის გამკვრივებას და ნაოჭების შემცირებას

პირველი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანია:

  • არ შეეხოთ ინტენსიურად სახეს;
  • მოერიდოთ აქტიურ მიმიკას, სოლარიუმსა და ცხელ აბაზანას;
  • გამოიყენოთ დამამშვიდებელი და მზისგან დამცავი საშუალებები.

თუ გსურთ სახის ბუნებრივი ლიფტინგი ქირურგიული ჩარევის გარეშე,  ძაფებით მოდელირება საუკეთესო არჩევანია. პროცედურა გაძლევთ ახალგაზრდულ იერს, მკვეთრ კონტურებს და ხანგრძლივ შედეგს. სწორედ ამიტომ, თუ გსურს შენი სახე, ასაკის მიუხედავად,  გამოიყურებოდეს იდეალურად, ესტუმრე კლინიკა მედის, ჩაიტარე აღნიშნული პროცედურა და ისიამოვნე შედეგით, რადგან შენ იმსახურებ საუკეთესოს!

ასევე, იხილეთ ჩვენი სტატია: კანის განახლება RF მიკრონიდლინგით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *