რუჯი და ლაზერული ეპილაცია
ზაფხული ბევრისთვის ასოცირდება მზესთან, ზღვასთან, საცურაო კოსტიუმებთან და ღია ტანსაცმელთან ამ სეზონზე ლამაზი და გლუვი კანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, ბევრი იწყებს ფიქრს ლაზერულ ეპილაციაზე. თუმცა ხშირად ჩნდება კითხვა: “შეიძლება თუ არა ლაზერული ეპილაცია ზაფხულში?” მოკლედ რომ ვთქვათ – კი, შეიძლება! თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვა აუცილებელია, რომ პროცედურა იყოს უსაფრთხო და ეფექტური.
რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მზიან სეზონზე?
ლაზერული ეპილაცია ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე ლაზერის სხივით, რომელიც მიზნად ისახავს მელანინის,თმის პიგმენტის განადგურებას. შესაბამისად, ეპილაციის შედეგების უსაფრთხოება და ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია კანის ფერზე, მისი მდგომარეობისა და მზის ზემოქმედებაზე. რაც უფრო მუქია კანი მით მეტი პიგმენტია მასში, რაც ზრდის დამწვრობისა და პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკს. ამიტომ, ლაზერულ ეპილაციამდე და მის შემდეგ რეკომენდებულია მაქსიმალურად მოვერიდოთ ნებისმიერი ტიპის რუჯს.
ბუნებრივი რუჯი
მზის სხივების შედეგად მიღებული რუჯი ყველაზე ძლიერი ზემოქმედებაა კანის პიგმენტზე და ყველაზე დიდხანს რჩება კანის შეფერილობა. თუ გეგმავთ ლაზერული ეპილაციის ჩატარებას, უმჯობესია დაიცვათ გარუჯვასა და ლაზერულ ეპილაციას შორის შუალედები იდეალურია, ლაზერული ეპილაცია რუჯის მიღებიდან მინიმუმ 2-3 კვირის შემდეგ ჩატარდეს ასევე გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რაც უზრუნველყოფს დამწვრობის და კანის გაღიზიანები პრევენციას. საგულისხმოა, რომ ზოგ შემთხვევაში რუჯიდან გასულია 3 კვირაზე მეტი, მაგრამ კანზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა მზიგან მიყენებული დამწვრობა და გაღიანება ამ დროს ლაზერული ეპილაცია არა ეფექტურია, იწვევ უფრო მეტ დისკომფორტს და შესაძლოა პიგმენტური ლაქების გაჩენაც გამოიწვიოს.
სოლარიუმი
სოლარიუმის შუქიც ისეთივე ეფექტს ახდენს კანის პიგმენტზე, როგორც მზე. ხშირად სოლარიუმით მიღებული რუჯი უფრო ძლიერია და კანს ამუქებს . სწორედ ამიტომ, ლაზერული ეპილაციიდან 2-4 კვირის განმავლობაში სრულიად უნდა ავარიდოთ თავი სოლარიუმს როგორც რუჯის მიღბამდე, ისე მის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანის დაზიანებისა და ლაქების გაჩენის რისკი მატულობს.
ავტორუჯი
ავტორუჯი – იგივე ხელოვნური რუჯის კრემები, სპრეები და გელები შეიძლება ჩაითვალოს რუჯის „უსაფრთხო ალტერნატივად“, მაგრამ ისინი შეიცავენ პიგმენტურ ნივთიერებებს, რომლებიც კანის ზედაპირზე ფერს ცვლიან. თუმცა ლაზერისთვის ეს პიგმენტი კვლავ პიგმენტია, რაც ნიშნავს, რომ ლაზერის სხივმა შესაძლოა მასზე რეაგირება მოახდინოს. რეკომენდებულია, რომ ავტორუჯის გამოყენებისგანაც მინიმუმ 10-14 დღით ადრე მოვერიდოთ და კანი კარგად გავწმინდოთ პროცედურამდე.


როგორ მოვემზადოთ და მოვუაროთ ეპილაციის შემდეგ?
- პროცედურამდე: მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა ავირიდოთ რუჯი და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება. არ უნდა გამოვიყენოთ სკრაბები ან გამაღიზიანებელი კოსმეტიკა პროცედურის წინა დღეებში.
- პროცედურის შემდეგ: აუცილებელია კანზე სავალდებულო მზისგან დაცვა ყოველდღიური გამოყენებისთვის რეკომენდებულია მინიმუმ SPF 50 ფილტრი. აგრეთვე, რამდენიმე დღე ავარიდოთ მზეს, საუნას, აუზს და ცხელი შხაპს.
- დამამშვიდებელი პროდუქტები: გამოიყენეთ ალოე ვერას გელი ან სპეციალური დამამშვიდებელი ლოსიონები, რომლებსაც კოსმეტოლოგი დაგინიშნავთ.
როდის მივიდეთ ეპილაციაზე?
თუ ზაფხულში იწყებთ ეპილაციის კურსს, კარგი არჩევანია პროცედურებს შორის პერიოდების სწორად დაგეგმვა. ხშირ შემთხვევაში საჭირო იქნება 4-დან 6 კვირამდე შუალედი, რაც უნდა გაითვალისწინოთ დასვენებისა და რუჯის გეგმებთან.
და რაც მთავარია — თუკი გამოიყენება თანამედროვე ლაზერული აპარატურა, როგორიცაა Candela ბრენდისშედეგიც უფრო სწრაფი და უსაფრთხოა. ეს აპარატები აღჭურვილია ინტეგრირებული გაგრილების სისტემით, რაც ამცირებს დისკომფორტს და ამავე დროს იცავს კანს გადახურებისგან. ასეთი ტექნოლოგია ლაზერულ ეპილაციას აქცევს პრაქტიკულად უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურად, მათ შორის ზაფხულშიც.
დღეს ზაფხულის სეზონიც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას ლაზერული ეპილაციისთვის მთავარია, სწორად დაგეგმოთ სესიები, გაითვალისწინოთ კანის მოვლის ძირითადი წესები და მიანდოთ თავი სანდო სპეციალისტებს. ასე, გლუვი, მოწესრიგებული კანი აღარ იქნება მხოლოდ ერთჯერადი მიზანი, არამედ იქცევა თქვენი სილამაზის ყოველდღიურ სტანდარტად
მთელი წლის განმავლობაში.
მზად ხართ გლუვი, რბილი კანისთვის და დროის დაზოგვისთვის ყოველდღიურ რეჟიმში? მაშინ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო, რომ გაიაროთ კონსულტაცია, მოარგოთ პროცედურები თქვენს გრაფიკს და გადადგათ პირველი ნაბიჯი გრძელვადიანი შედეგისკენ.
თქვენ ამას იმსახურებთ!
ასევე, იხილეთ ჩვენი ბლოგი თუ როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში – რჩევები დერმატოლოგისგან.