ზამთარი, თავისი ცივი ჰაერითა და დაბალი ტენიანობით, ჩვენს კანს განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შედეგად, კანი იწყებს გამოშრობას, კარგავს ელასტიურობასა და ბუნებრივ ბზინვარებას. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინტენსიური დატენიანება და რეგულარული მოვლა, რაც ხელს შეუწყობს კანის ჯანმრთელობისა და ესთეტიკური იერსახის შენარჩუნებას.
ზამთარი იდეალური სეზონია კანის გასაჯანსაღებლად და გაახალგაზრდავებისთვის. მზის ნაკლები ინტენსივობა ამცირებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, რაც ხშირად აკომპლექსებს კოსმეტიკურ პროცედურებს. ამასთან, ზამთარში კანი ნაკლებად ოფლიანდება და დაბინძურების რისკი მცირდება, რაც პროცედურების ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის.
კლინიკა “მედი” გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიებით შესრულებულ კანის მოვლის პროცედურებს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ ჯანსაღი და ხავერდოვანი კანი ნებისმიერ სეზონზე.
გთავაზობთ შემდეგ პროცედურებს, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ზამთრის პერიოდში:
ინექციური პროცედურა, რომელიც აღადგენს კანის ტენიანობას და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავის დახმარებით კანი რეგენერირდება, ხდება მკვრივი და ახალგაზრდული იერსახის.
პილინგები
პროცედურები, რომლებიც ამშვიდებს კანის ზედაპირს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. პილინგები კანს უნარჩუნებს ჯანსაღ ელფერს და ამცირებს ნაოჭების წარმოქმნის რისკს.
რადიოსიხშირული ტექნოლოგიით კანის გამკვრივება, რაც ეფექტურია ნაოჭების შემცირებასა და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებაში.
უნიკალური პროცედურა, რომელიც აერთიანებს რადიოსიხშირულ ენერგიას და მიკრონემსებს, რაც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და სტრუქტურის გააუმჯობესებას.
ულტრაბგერითი ლიფტინგის მეთოდი, რომელიც ეფექტურია სახის კონტურის გამკვრივებისა და კანის ტონის გაუმჯობესებაში.
ნაოჭების გასწორებისა და სახის ოვალის გამოკვეთის თანამედროვე და უსაფრთხო საშუალებები.
კანის ღრმა დატენიანებისა და გაწმენდის პროცედურა, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის შესაფერისია.
ახალი თაობის ლაზერით V-BEAM PERFECTA, რაც ეფექტურად და უსაფრთხოდ აშორებს კაპილარებს.
ზამთარი განსაკუთრებული დროა კანისთვის. ამ სეზონზე მზის ულტრაიისფერი სხივები ნაკლებად ინტენსიურია, რაც ამცირებს პოსტპროცედურული პიგმენტაციისა და გაღიზიანების რისკს. ასევე, კანი უფრო სწრაფად აღდგება, რადგან ის ნაკლებად განიცდის ოფლიანობასა და დაბინძურებას. დაბალი ტემპერატურა ქმნის იდეალურ პირობებს კანის მოვლის პროცედურებისთვის, რაც ზაფხულში შესაძლოა ნაკლებად ეფექტური ან რისკიანი იყოს.