კოსმეტოლოგია

როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში – რჩევები დერმატოლოგისგან

როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში – რჩევები დერმატოლოგისგან

ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით რთულია კანისთვის. მზის ძლიერი სხივები, სიცხე, ოფლიანობა და ზღვის მარილი მნიშვნელოვნად ცვლის კანის მდგომარეობას. ხშირად ირღვევა კანის ბარიერი, რაც შემდგომში იწვევს  სიმშრალეს, ცხიმიანობას, გამონაყარს ან პიგმენტურ ლაქებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰგონია, ზაფხულში სწორად უვლის კანს, ამ სეზონზე უფრო მეტად დელიკატური მოვლაა საჭირო. სეზონის განმავლობაში რომელ შეცდომებს უნდა მოვერიდოთ და როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში კლინიკა მედის ექიმი დერმატოლოგი, მარიტა აფულავა გვირჩევს.  

გაცეცნოთ ყველაზე გავრცელებულს შეცდომებს და ექიმის რჩევებს, როგორ ავიცილოთ კანის დაზიანება:

შეცდომა 1: მზისგან დამცავი კრემის მხოლოდ ერთხელ წასმა

ბევრს ჰგონია, რომ დილას წასმული SPF მთელი დღისთვის საკმარისია. სინამდვილეში, მზისგან დამცავი უნდა განახლდეს ყოველ 2–3 საათში, განსაკუთრებით ოფლიანობის, ბანაობის ან სახის შეხების შემდეგ. მარიტა აფულავას რჩევით, ყოველდღიურად გამოიყენეთ მინიმუმ SPF 30, ხოლო მზიან დღეებში — SPF 50 და ზემოთ.

შეცდომა 2: მაკიაჟის ზედმეტი ფენა სიცხეში

მძიმე ტექსტურის ტონალური კრემები ცხიმის შემცველი ტექსტურები და ზედმეტი მაკიაჟი ზაფხულში ფორებს ხურავს, ამძაფრებს ცხიმიანობასა და აკნეს. ექიმი  გვირჩევს, სიცხეში გადავიდეთ მსუბუქ, ჰაეროვან საშუალებებზე ან საერთოდ ავარიდოთ მაკიაჟს თავი, განსაკუთრებით აქტიური დღის განმავლობაში. სჯობს, აქცენტი გავაკეთოთ სუფთა, დაცულ და დატენიანებულ კანზე.

შეცდომა 3: პილინგებისა და აგრესიული პროცედურების ჩატარება მზიან სეზონზე

ზაფხულში ღრმა ქიმიური პილინგები და სხვა აგრესიული ჩარევები რეკომენდებული არ არის — მზის ფონზე ეს პროცედურები პიგმენტურ ლაქებს, დერმატიტსა და კანის გაღიზიანებას იწვევს. მარიტა აფულავას რეკომენდაციით, სჯობს, მსგავსი ჩარევები გადავდოთ შემოდგომისთვის, ხოლო ზაფხულში გადავიდეთ უსაფრთხო, დამამშვიდებელ და დამატენიანებელ მეთოდებზე: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი.

შეცდომა 4: არასაკმარისი დატენიანება ცხიმიანი კანის შემთხვევაში

ცხიმიანი კანის მქონე ადამიანები ხშირად არ იყენებენ აქტიურ  დამატენიანებლებს  თითქოს ცხიმის წარმოქმნა უფრო შესამჩენევი ხდება. სინამდვილეში, კანი ხშირად სწორედ გამოშრობის საპასუხოდ გამოიმუშავებს მეტ ცხიმს. დერმატო-კოსმეტოლოგი გირჩევთ მსუბუქ, წყალზე დაფუძნებულ დამატენიანებლებს, რომლებიც შიდა დატენიანებას უზრუნველყოფს ცხიმიანობის დანამატების გარეშე.

შეცდომა 5:  ზღვის წყლის ან ქლორისგან გამოწვეული დაზიანებები

ზღვის მარილი და ქლორი კანს აშრობს, აღიზიანებს და არღვევს მის ბუნებრივ ბალანსს. ბევრს ავიწყდება ბანაობის შემდეგ კანის სუფთა წყლით ჩამობანა და დატენიანება. მარიტა აფულავა გვირჩევს, ყოველი ცურვის შემდეგ კანი გადაიბანოთ და დაუყოვნებლივ გამოიყენოთ დამატენიანებელი – ეს თავიდან აგაცილებთ ქერცლვას, სიმშრალეს და კანის მექანიკური დაზიანებას.

შეცდომა 6: მზისგან დამცავის მხოლოდ სახეზე გამოყენება

არასწორია, როცა მზისგან დამცავ საშუალებებს მხოლოდ სახეზე ვიყენებთ. კისერი, დეკოლტე, ხელები, ყურები —-ეს ზონები ყოველდღიურად მზის ზემოქმედებას განიცდის და სწორედ აქ ვლინდება ფოტოსიბერე და კანის დაზიანება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალების დაცვა  მათი პირდაპირი ზემოქმედება მზეზე ზრდის გაღიზიანებისა და პიგმენტური ცვლილებების რისკს. მარიტა აფულავა გვირჩევს, ხალებზე გამოიყენოთ მაღალი SPF და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურად დაფაროთ ისინი ტანსაცმლით ან სპეციალური სტიკებით.

შეცდომა 7: ალკოჰოლის შემცველი ტონერების და სპრეებით კანის „გაგრილება“

ზაფხულის სიცხეში ზოგიერთი ალკოჰოლზე დაფუძნებული ტონიკით ცდილობს კანის გაგრილებას რაც საპირისპირო ეფექტს იძლევა. ალკოჰოლი აშრობს კანს, იწვევს მის გაღიზიანებას და აძლიერებს ცხიმის გამოყოფას. ექიმი გვირჩევს უფრო რბილ, დამამშვიდებელ საშუალებებს: თერმული წყალი, ჰიალურონის სპრეი ან მცენარეული ჰიდროლატები კანის დატენიანებისა და გაგრილების უკეთესი არჩევანია.

ექიმის რჩევები ზაფხულის სეზონისთვისგამოიყენეთ SPF არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყველა ღია ზონაზე
მზისგან დამცავი არ უნდა შეზღუდოთ მხოლოდ სახის კანით  აუცილებელია მისი წასმა კისერზე, დეკოლტეზე, ხელებზე, ყურებზე და სხეულის სხვა ღია მონაკვეთებზე. ეს ზონები ყველაზე მეტად განიცდიან მზის მავნე ზემოქმედებას და სწორედ აქ ვლინდება ფოტოსიბერე, პიგმენტაცია და კანის სტრუქტურული ცვლილებები.

განაახლეთ მზისგან დამცავი დღეში რამდენჯერმე
ერთჯერადი გამოყენება არ არის საკმარისი. თუ დიდხანს იმყოფებით გარეთ, ოფლიანობთ ან ბანაობთ, აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალების განმეორებით წასმა ყოველ 2–3 საათში, რათა ეფექტურად დაიცვათ კანი UV სხივებისგან.

დაასვენეთ კანი მაკიაჟისგან
სჯობს, ამ პერიოდში შეამციროთ კოსმეტიკის გამოყენება ან გადახვიდეთ მსუბუქ, არაკომედოგენურ პროდუქტებზე. სუფთა და ბუნებრივი კანი ზაფხულის სიცხეში ბევრად უკეთ გრძნობს თავს.

მოერიდეთ ღრმა პილინგებს და მძიმე ჩარევებს
აგრესიული პროცედურები, როგორიცაა ქიმიური პილინგი, ლაზერული მკურნალობა ან მიკროდერმაბრაზია, მზიან სეზონზე ზრდის კანის გაღიზიანების, პიგმენტური ლაქების და დერმატიტის რისკს. ზაფხულში ჯობს რბილი, დამამშვიდებელი პროცედურები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია ან მეზოთერაპია.

დაატენიანეთ კანი მსუბუქი, წყალზე დაფუძნებული საშუალებებით
განსაკუთრებით ცხიმიანი ან კომბინირებული კანის შემთხვევაში, სწორი დამატენიანებელი კრემი უნდა იყოს მსუბუქი ტექსტურის, არახშირად კომედოგენური და წყალზე დაფუძნებული. ეს დაეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში, ცხიმის რეგულირებაში და გაღიზიანების თავიდან აცილებაში.

დაცავით ხალები მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან
ხალები განსაკუთრებით მგრძნობიარეა UV სხივების მიმართ. თუ ხალებს მზისგან არ დავიცავთ, არსებობს პიგმენტური ცვლილებების და გართულებების რისკი. გამოიყენეთ მაღალი SPF კრემი ხალებზე ან ფიზიკურად დაფარეთ ისინი ტანსაცმლით, განსაკუთრებით პლაჟზე ან გარე აქტივობისას.

ბანაობის შემდეგ ჩამოიბანეთ ზღვის მარილი და ქლორი
ზღვის წყალი და აუზის ქლორი აშრობს და აღიზიანებს კანს. ყოველი ბანაობის შემდეგ მნიშვნელოვანია კანზე დარჩენილი მარილი ან ქლორი ჩამოიბანოთ სუფთა წყლით და დაუყოვნებლივ გამოიყენოთ დამატენიანებელი, რათა აღდგეს კანის ბალანსი.

მიმართეთ პროფესიონალ კოსმეტოლოგს ინდივიდუალური რუტინის შესადგენად
ზაფხულში კანის მოთხოვნები იცვლება, ამიტომ უნივერსალური რუტინა ყველას არ უხდება. კოსმეტოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ პროდუქტები და პროცედურები თქვენი კანის ტიპისა და მიზნების მიხედვით. დერმა კოსმეტოლოგი მარიტა აფულავა და კლინიკა მედი-ს გუნდი მზად არიან, დაგეხმარონ ინდივიდუალურად მორგებულ რჩევებში და პროცედურების სწორ შერჩევაში, რათა თქვენი კანი ბრწყინავდეს, არ დაიზიანოს და იყოს ბუნებრივად ჯანმრთელი.

ასევე იხილეთ ჩვენი ბლოგი ზაფხულში ჭარბოფლიანობის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *