კანის მოვლა გაზაფხულზე – რატომ არის ახლა საუკეთესო დრო განახლებისთვის?
ზამთრის სუსხიანი დღეების შემდეგ, როდესაც ჩვენი კანი გამოფიტული, გამომშრალი და ვიტამინებისგან დაცლილია, გაზაფხულის დადგომა მხოლოდ ბუნების კი არა, ჩვენი გარეგნობის განახლების სიმბოლოცაა. კლინიკა მედი ტრადიციულად ზრუნავს თქვენს სილამაზეზე. ამ ბლოგით გაიგებთ, თუ რატომ არის გაზაფხული მნიშვნელოვანი პერიოდი კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის.
მთავარი მიზეზი, რის გამოც გაზაფხული იდეალურ დროა, არის გარდამავალი ტემპერატურა. ზამთრის ყინვამ უკვე ჩაიარა, ხოლო ზაფხულის მცხუნვარე მზე და მაღალი ტემპერატურა ჯერ კიდევ წინ არის. ეს ის „ოქროს შუალედია“, როდესაც კანი ყველაზე უკეთ რეაგირებს სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ მანიპულაციებზე.
პროფესიონალი კოსმეტოლოგების რეკომენდაციით სხვადასხვა ინექციური და აპარატურული პროცედურების გაკეთების საუკეთესო დრო გაზაფხულია.


მაღალი ტემპერატურა და სიცხე აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც იწვევს ბოტოქსის უფრო სწრაფ „გაწოვას“ ორგანიზმიდან. შესაბამისად, ზაფხულის პიკზე ჩატარებული პროცედურის ეფექტი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე გაზაფხულზე გაკეთებულის.
ამასთანავე ტუჩის კონტურის კორექცია თუ სახის მოდელირება ფილერით, მოითხოვს გარკვეულ სარეაბილიტაციო პერიოდს. სითბო და სიცხე ხელს უწყობს შეშუპებას და ანელებს შეხორცების პროცესს. გაზაფხულის ზომიერი კლიმატი კი უზრუნველყოფს, რომ პრეპარატი იდეალურად განაწილდეს ქსოვილებში, გართულებების გარეშე.
სწორედ ამიტომ ახლა არის სწორი დრო ინექციური პროცედურებიდან ჩაიტაროთ:


ამასთანავე ზაფხულში ბევრი აპარატურული პროცედურა იზღუდება პიგმენტაციის რისკის გამო. სწორედ ამიტომ, ახლაა დრო ჩაიტაროთ ისეთი პროცედურები, როგორიცაა:
- ლაზერული ეპილაცია: რათა ზაფხულის სეზონს დახვდეთ გლუვი კანით და აღარ ინერვიულოთ გაღიზიანებაზე.
- ქიმიური პილინგი: გაზაფხული ბოლო შანსია საშუალო და ღრმა პილინგებისთვის, რადგან აქტიური მზის პირობებში მათი ჩატარება კატეგორიულად აკრძალულია.
ზამთრის შემდეგ კანი დეჰიდრირებულია. ბიორევიტალიზაცია – ეს არის ჰიალურონის მჟავის „კოქტეილი“, რომელიც კანის ღრმა ფენებს აცოცხლებს. ეს პროცედურა ქმნის ერთგვარ „წყლის რეზერვუარს“, რომელიც დაგიცავთ ზაფხულის მზის მიერ გამოწვეული გამოშრობისგან.
- ნუ გადადებთ: რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის მომზადებას, მით უფრო დაცული იქნება ის ზაფხულის აგრესიული ულტრაიისფერი სხივებისგან.
- მოერიდეთ სიცხეს: გახსოვდეთ, რომ ფილერისა და ბოტოქსის შემდეგ მინიმუმ 2 კვირა უნდა მოერიდოთ საუნას, სოლარიუმს და პირდაპირ მზეს. სწორედ ამიტომ არის გაზაფხული იდეალური – თქვენ გაქვთ დრო სრული რეაბილიტაციისთვის.
- პროფესიონალიზმი: ნებისმიერი ინექციური თუ აპარატურული ჩარევა უნდა მოხდეს სერტიფიცირებული ექიმის მიერ, მაღალი ხარისხის პრეპარატებით, რასაც „მედი“ უკვე წლებია გარანტირებულად გთავაზობთ.
ეწვიეთ კლინიკა მედის, გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან და შეხვდით ზაფხულს თავდაჯერებული, ჯანსაღი და ბრწყინვალე კანით, რადგან თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს!
დამატებით, იხილეთ ჩვენი სტატია – დერმატოლოგ ია ლაზიშვილის რჩევები