კოსმეტოლოგია

კანის განახლება RF მიკრონიდლინგით

RF-micronidling

კანის განახლება RF მიკრონიდლინგით

დღეს სილამაზის ინდუსტრიაში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს RF მიკრონიდლინგი.  პროცედურა, რომელიც აერთიანებს მიკრო ინექციების ეფექტსა და რადიოსიხშირის ენერგიის სიღრმისეულ მოქმედებას. ეს ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ კანი იყოს უფრო მტკიცე, გლუვი და ახალგაზრდული, ხოლო სხეულის პრობლემური უბნები მეტად გამოკვეთილი და ელეგანტური.

რა არის RF მიკრონიდლინგი?

RF მიკრონიდლინგი (Radiofrequency Microneedling) წარმოადგენს თანამედროვე მეთოდს, რომლის დროსაც კანის ზედაპირზე სპეციალური მიკრო ნემსები ქმნის უმცირეს არხებს და პარალელურად გადასცემს რადიოსიხშირის ენერგიას. ეს კომბინაცია აძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ტონს და მუშაობს ღრმა ფენებზე, რაც იძლევა ხანგრძლივ შედეგს.

კლინიკა მედიში პროცედურა ტარდება Crystallite Depth 8 აპარატით – ინოვაციური მოწყობილობით, რომელიც ინექციებს ახორციელებს 0.5-დან 8 მმ სიღრმემდე. ეს შესაძლებლობა პროცედურას სრულად ინდივიდუალურად ხდის და საშუალებას აძლევს სპეციალისტს მოარგოს იგი თითოეული პაციენტის კონკრეტულ საჭიროებებს.

შედეგები

RF მიკრონიდლინგი უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებასა და ლიფტინგს, სტრიებისა და ნაწიბურების შესამჩნევ შემცირებას, ფორების შევიწროებას, კანის რელიეფის გათანაბრებას, ღაბაბისა და სხვა პრობლემური უბნების ცხიმოვანი ქსოვილის კორექციას, ასევე ცელულიტის შემცირებას.

პირველი შედეგი შესამჩნევია 7-10 დღეში, ხოლო სრული ეფექტი ვლინდება 8-12 კვირაში. ოპტიმალური შედეგის მისაღებად რეკომენდებულია 3-5 პროცედურის ჩატარება. 

მოვლა პროცედურის შემდეგ

RF მიკრონიდლინგის შემდეგ მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში კანი უნდა გაიწმინდოს მხოლოდ ნაზად. ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, სოლარიუმს და ცხელ აბაზანას. აუცილებელია მზისგან დამცავი SPF-ის გამოყენება ყოველდღიურად, რათა კანი დაცული იყოს და შედეგი მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

თუ გსურთ ერთდროულად გააუმჯობესოთ კანის ხარისხი, შეამციროთ ფორები, დაივიწყოთ სტრიები და ზედმეტი ცხიმი – RF მიკრონიდლინგი იდეალური არჩევანია. ინოვაციური ტექნოლოგია მოქმედებს როგორც ზედაპირულ, ისე სიღრმისეულ ფენებზე, რის შედეგადაც მიიღებთ ბუნებრივ, თანმიმდევრულ და ხანგრძლივ შედეგს.

ასევე, გაეცანით ჩვენს სტატიას: სახლში მოვლის რუტინა vs. კლინიკური პროცედურები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *