ზაფხულის რუტინა კანისთვის
ზაფხული სითბოს, შვებულებისა და ბუნებასთან სიახლოვის დროა, თუმცა კანისთვის ეს სეზონი შეიძლება ნამდვილ გამოწვევად იქცეს. მზის პირდაპირი სხივები, სიცხე, ოფლიანობა და ტემპერატურის ცვლილებები იწვევს კანის სტრესს – კანი ხდება უფრო მშრალი, უგულებელყოფის შემთხვევაში კი — ადვილად გამოშრობასა და დაზიანებას ემორჩილება. ზაფხულის სეზონზე კანს სჭირდება განსაკუთრებული დამოკიდებულება, სწორი რუტინა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალი ექიმების დახმარებაც.
კანის მოვლის რუტინა ზაფხულში უნდა იყოს არა მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით, არამედ უნდა მოიცავდეს დაცვის, აღდგენის კომბინაციას. როგორ დავიცვათ კანი და შევუნარჩუნოთ ჯანსაღი იერი. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ ამ ბლოგში.
მზისგან დაცვა – აუცილებელი ეტაპი
ზაფხულის ძირითადი საფრთხე კანისთვის ულტრაიისფერი სხივებია (UVA და UVB), რომლებიც პირდაპირ აზიანებს კანის უჯრედებს. შედეგად:
- კანი ნაადრევად ბერდება
- ჩნდება პიგმენტური ლაქები
- იკარგება ელასტიურობა
- იზრდება კანის სიმშრალე და მგრძნობელობა


ზაფხულის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წესად რჩება მზისგან დაცვა. მზის ულტრაიისფერი სხივები აფერხებს კოლაგენის ბუნებრივ წარმოქმნას, იწვევს პიგმენტაციის გაძლიერებას და აჩქარებს კანის დაბერებას. სწორედ ამიტომ ყოველდღიური SPF გამოყენება აუცილებელია – მინიმუმ SPF 30 და უკეთესი შედეგისთვის SPF 50, რომელსაც რეგულარულად განაახლებთ დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ღია სივრცეში ყოფნისას.
მითია, რომ თუ მზეზე არ იწვებით, SPF აღარ გჭირდებათ – კანი დაზიანებას იღებს ყოველდღიურ გადაადგილებაზეც, მანქანაში, ოფისის ფანჯარასთან თუ სეირნობისას.
კანის ღრმა დატენიანება
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კანი ხშირად ცხიმიანად გამოიყურება, სინამდვილეში მას ტენიანობა აკლდება. ოფლიანობა აჩენს დეჰიდრატაციის საფრთხეს. ამიტომ აუცილებელია მსუბუქი, წყლის ბაზაზე დამზადებული დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. თუმცა ხშირად ზედაპირული დატენიანება საკმარისი არ არის — სწორედ აქ ეხმიანება საჭიროებას ინექციური პროცედურები.
კლინიკა მედი გთავაზობთ ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით ეფექტურ კანის გამაჯანსაღებელ ინექციურ თერაპიებს:
- ბიორევიტალიზაცია — ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პროცედურა, რომელიც სიღრმისეულად ატენიანებს კანს, აღადგენს ელასტიურობას და აჩუქებს ბზინვარებას.
- ბუსტერი — ძლიერი მოქმედების კოქტეილი, რომელიც აუმჯობესებს კანის ფერს, ბზინვარებასა და სტრუქტურას. ბუსტერები ეფექტიანად ებრძვიან სიმშრალეს და გაღიზიანებას.
- მეზოთერაპია — ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შერწყმული ინექციური პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და აახალგაზრდავებს კანს.
ეს პროცედურები ზაფხულის სიცხეში შეუცვლელი ხდება მათთვის, ვისაც სურს კანის ბალანსის აღდგენა, ბზინვარების შენარჩუნება და ნაადრევი დაბერების პრევენცია.
კანის წმენდა და მომზადება – ეტაპი, რომელსაც არ უნდა გამოტოვო
კანის წმენდა და მსუბუქი პილინგები აუცილებელია კანის ღრმა ფენების მოსავლელად. ზაფხულში რეკომენდებულია არაინვაზიური მეთოდები — მაგალითად, ენზიმური პილინგი და ჰიდროფეიშლი, რომლებიც აშორებენ მკვდარ უჯრედებს და ამზადებენ კანს სხვა აქტიური ნივთიერებების უკეთ შესაწოვად.
კლინიკა მედი გთავაზობთ პროფესიონალურ წმენდებს, რომელთა შერჩევაც კანის ტიპის მიხედვით ხდება — რათა შედეგი იყოს უსაფრთხო, ხილული და ხანგრძლივი.
შეადგინე საზაფხულო რუტინა
ზაფხულში უმჯობესია მინიმალისტური მიდგომა კანის რუტინაში. დღის რუტინა უნდა მოიცავდეს: ნაზ გამწმენდს, მსუბუქ ტონერს, წყლის ბაზაზე დამატენიანებელს და მზისგან დამცავ კრემს. მძიმე ტონალური კრემები, ცხიმიანი ტექსტურის კოსმეტიკა და ზედმეტი მაკიაჟი ხელს უწყობს ფორების დახშობასა და კანის გაღიზიანებას. რაც უფრო მარტივი და ბუნებრივია შენი რუტინა მით უკეთ გრძნობს კანი თავს.
რჩევები კანის ტიპის მიხედვით
ზაფხულის რუტინა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად:
- მშრალი კანი – გჭირდებათ ინტენსიური დატენიანება, რბილი გამწმენდი და ჰიალურონის შემცველი შრატი.
- ცხიმიანი კანი – გამოიყენე არაკომედოგენური ტონერი და მსუბუქი დამატენიანებელი გელ-ტექსტურით.
- შერეული კანი – მიმართე ზონალურ მიდგომას, სადაც T-ზონას უკავშირებ ნაკლებად დატენიანებას და ლოყებს — დამატებით კვებას.
- მგრძნობიარე კანი – აირჩიე რბილი ფორმულები, უალკოჰოლო ტონერები და დარწმუნდი, რომ SPF მინერალურია (ფიზიკური ფილტრით).
თუ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ კანის ტიპში, “მედის” დერმატო-კოსმეტოლოგები დადგენენ თქვენი კანის ტიპს და შეგირჩევენ სწორ პროცედურებსა და პროდუქტებს.
მაკიაჟი და კანის სუნთქვა
ზაფხულში მძიმე მაკიაჟი არ არის საუკეთესო იდეა. ტონალური კრემები, რომლებიც არაკომედოგენურია ან შეიცავს ზეთებს, კანს მეტად მიდრეკილი ხდება გამონაყარისა და აკნეს მიმართ. ამიტომ, აუცილებელია ამ სეზონზე კანის სენსიტიურობა გავითვალისწინოთ და კანის მოვლის საშუალებებიც შესაბამისად შევარჩიოთ.
შეცვალე ტონალური BB ან CC კრემით SPF-ით და არაკომედოგენური ტექსტურით. თუ შეგიძლია – აირჩიე ბუნებრივი იერი, მსუბუქი კორექცია და ბზინვარე, სუფთა კანი.
ზაფხული არის დრო, როცა კანს სჭირდება სწორად შერჩეული მოვლა. ყოველდღიური მზისგან დაცვა, ღრმა დატენიანება, პროფესიული ინექციური პროცედურები და ყოველდღიური რუტინა – ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ კანი იყოს ჯანმრთელი, ბზინვარე და ჰქონდეს თანაბარი ტონი.
ასევე, იხილეთ ჩვენი სტატია ჭარბოფლიანობის შესახებ.